არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ დედაქალაქის მერიას განცხადებით მიმართა, რომ 2017 წლის 17 მაისს თბილისის ანძა ან/და მშვიდობის ხიდი ლგბტ დროშის ფერებში განათდეს.
„ცისარტყელის დროშა არის ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერთა სიმბოლო. ფერები ლგბტ საზოგადოების მრავალფეროვნებას გამოხატავს. ცისარტყელის დროშა „დროშების დამამზადებლების საერთაშორისო კონგრესის“ მიერ არის ცნობილი ოფიციალურად.
გამომდინარე იქედან, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ამ დღეს გააჩნია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობა, ვინაიდან, დაკავშირებულია ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის დაგმობასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მერიას აღნიშნული ორგანიზაციისგან 17 მაისს მშვიდობიანი აქციის გამართვასთან დაკავშირებითაც წარდეგინა განცხადება.
„17 მაისს ასევე თემის წევრების მიერ დაგეგმილია შეკრების/მანიფესტაციის უფლებების რეალიზება, აქციის მიზანია ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაციასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლასთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქციის გამართვა.
იმის გათვალისწინებით, თუ რა უფლებრივ მდგომარეობაში არიან ლგბტ პირები ჩვენს რეალობაში და რამდენად ჰომოფობიურია გარემო მათ მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან ამ საკითხის მნიშვნელობის გაზიარება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
http://www.ipress.ge/new/67106-merias-ganc...rebshi-ganatdes გული მიგრძნობს 2017 წლის 17 მაის თავპირის მტვრევა წავაა თბილისში რუსთაველზე

სატელევიზიო კოშკი ეს უფრო სწორი ფორმაა ანძა სულ სხვაა