"ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან 45 წლის მამაკაცი დააკავეს
15:05 04-04-2017
ე.წ.მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის განაპირას ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ალიკა გელიაშვილი დააკავეს. გელიაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის.
ერთ-ერთი თვითმხილველის, სოფელ ბერშუეთის მცხოვრების, ხვიჩა ბერიანიძის განცხადებით, ალიკა გელიაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, სამმა ე.წ.მესაზღვრემ, რომლებიც ფეხით გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე ასეული მეტრით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და გელიაშვილი დააკავეს.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული უკვე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.
სამმა ე.წ.მესაზღვრემ, რომლებიც ფეხით გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე ასეული მეტრით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და გელიაშვილი დააკავეს
რამდენიმე ასეული მეტრით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს
ანუ ხურჩის ვარიანტი გაიმეორეს გადმოდიან ჩვენსმიერ "კონტროლირებად" ტერიტორიებზე ხალხს იტაცებენ და პატრონი არა ჰყავს ქართულ მოსახლეობას გამომქომაგებელი

ლეკიანობა და ოსიანობა დაგვიბრუნდა.
და კიდევ ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსოკუპანტების და ოსმარადიორების მოთხოვნა იყო ქართულ მხარეს სიტყვა "მოტაცება" "გატაცება" აღარ ეხმარა ხოდა ჩვენი მხარე დაჩმორდა და ახლა როგორც ხედავთ ყველგან ასე წერენ--- "დააკავესო"---"დაკავებულიო"
This post has been edited by kardinali100 on 4 Apr 2017, 18:04