მერე რა რო გეია...
მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს გეი მეგობარი ან ნათესავი მყავდეს, მაგრამ ამ გეი და "პატრიოტი" სასტავის დაპირისპირებაში "პატრიოტები" მაღიზიანებენ მაგრად.
მაგათი ბრალია ეს თემა რომაა წინ წამოწეული.
რა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა

მასეთი მიდგომებით ზუსტადაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან ლგბტ ხალხი, რაც არის ჩემი უარყოფით დამოკიდებულების მიზეზი.
შარშან ერთი თვე სან-ფრანცისკოში ვიყავი, მსოფლიოს ლგბტ დედაქალაქში, ჰეტეროზე მეტი ლგბტ ხალხი რო იყო, მაგრამ შევინარჩუნე ორიენტაცია

მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულება აღარ მაქვს ლგბტ ხალხის მიმართ, რაც მანამდე მქონდა.
იმიტომ, რომ ვნახე, ნორმალურ საზოგადოებაში ლგბტ ხალხიც ნორმალურია.
იქაური გეი ტიპები ჩვეულებრივი ნაწილია მოსახლეობის, არანაირი განმასხვავებელი ნიშანი, არანაირი აგრესია მათ მიმართ.
ჩვეულებრივად დადიან, ჩვეულებრივად მუშაობენ, ცხოვრობენ.
არავინ გამოდის და გაიძახის, გეი ვარ და საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი ვარო, ისედაც ეგრეა.
რატომ? - იმიტომ, რომ არავინ სდევნით და არიან თავისთვის.
ჩვენთან არის ყველაფერი გადაჭარბებული, აგრესიას რომ იწვევენ.
ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი ამაში.
ყველა ადამიანს აქვს/ჰქონია მგონი, როცა რაღაცას გიკრძალავენ, პროტესტის გრძნობა გიჩნდება და ჯინაზე საპირისპიროს აკეთებ.
ადამიანი გეია, ეგეთი დაიბადა და რო გამოდიხარ და ნუ ხარ გეიო, ისიც გამოდის და იცავს თავის უფლებებს.
აღარ გამოხვიდე, აღარ მიაქციო ყურადღება და არც მისი გამოსვლები იქნება აქტუალური.
ყველა უნდა შეეგუოს და ყველამ გააცნობიეროს, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენი თანასწორები იმიტომ, რომ მასეთები დაიბანდნენ.
ვისაც ღმერთი სწამს, ისინი მითუმეტეს უნდა შეეგუონ, ღმერთმა შექმნა ისინი ასეთი.
კონსტიტუციითაც იგივე უფლებები აქვთ რაც ჰეტეროებს,
და მათი შევიწროება ჰეტეროების უფლებებს ვნებს ზუსტადაც.
უმცირესობაში ყოფნა პრივილეგიაა.
ყველა იცავს ჩაგრულს.
დებილია ვინც ამას ვერ ხვდება.
მე არ მინდა სამსახურში შემცირება რო ხდებოდეს და ჩემსა და ლგბტ-ს შორის იყოს არჩევანი გასაკეთებელი გათავისუფლებაზე, დაუფიქრებლად მე გამათავისუფლონ, თავის ტკივილი რომ აიცილონ თავიდან - ლგბტ რო გაათავისუფლობ, სასამართლოში არ მოუწიოთ სირბილი და მტკიცება რომ ორიენტაციის გამო არგაუკეთებიათ ლგბტ-ზე არჩევანი.
უმრავლესობითვის უფროა საჭირო თანასწორობა, ვიდრე უმცირესობისთვის.
კანონი ყოველთვის ჩაგრულის მხარეს იქნება და არა მჩაგვრელის, ნორმალურ ქვეყანაში
Mens sana in corpore sano...