გადასახადების ახალი სახეობების შემოღებაზეო ან უკვე არსებულთა გაზრდაზეო სახალხო რეფერენდუმის გაუქმებას ფიქრობს საკონსტიტუციო კომისიაო კონსტიტუციასა და თავისუფლების ქარტიის აქტში საამისო ჩანაწერების (ნორმების) ამოღების ბიძგზითაო, რასაც ძალიან ეწინააღმდეგება ბიზნეს-სექტორიო, მერამდენე დღეა უკვე გვიბურღავენ ტვინს სხვადასხვა არხების საინფორმაციოებში (განსაკუთრებით ერორი ჩხავის), ჰოდა რაის რეფერენდუმის გაუქმება, რეებს გვაბოლებენ ეს საინფორმაციოები, სადაა ეხლა და სად იყო მანამდეც ეს რეფერენდუმები, როდის იყო ხალხს ეკითხებოდნენ გადასახადების გაზრდა-შემოღებაზე ნეტა, ვინმეს რამე გახსოვთ? ბოლო წლებია წელიწადში ორჯერ ღორულად და სრულიად ანტისოციალურად ზრდიან გადასახადებს სიგარეტზე და 2020 წლამდე გეგმაზომიერად სულ უნდა ვზარდოთო, სანამ ასოცირებულ-დანიშნულ ეკასთან შეთანხმების თანახმად ეკაისეულ ეშმაკ-სატანისტურ ფასებამდე არ ავალთო, ასევე ზრდიან ლუდზე და სხვა სასმელებზე, წელს კი კატასტროფულად ასწიეს ღალა ამ ღლეებმა საწვავზეც, ავტოგაზზეც და ავტოიმპორტზეც, და ხალხს ვინ რა ჰკითხა ყველაფერ ამაზე?...
მოკლედ, რეებს მიედ-მოედებიან ხოლმე ეს ჟურნალიუგები, სრულიად გოუგებლარია...
პ.ს. ისე, ეს რეფერენდუმებიც თავიდანვე დიდი ბლეფი იყო, რომელი ჭკუათმყოფელი ხალხი მოითხოვს თავისთვის გადასახადების გაზრდა-გაფართოებას ნეტა? სახელმწიფოებრივად იაზროვნეთო აქ ქადაგება იგივეა ხალხს უთხრა მოსმენების კანონში ჩაგვაწერინეთ შეუზღუდავად და სურვილისამებრ თქვენი მოსმენის შესაძლებლობა სუსისთვისო, თქვენს პირად-პიროვნულ ინტერესებზე გაცილებით მაღლა დასაყენებელი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეო...
This post has been edited by kodeqsi on 5 Apr 2017, 05:16
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...