და მაგაშია საქმე ეგეთი მომენტი მეც ბევრჯერ მქონია , მაგრამ ახლა სულ სხვა მდგომარეობაა.
ახლა შიში არ მაქვს საერთოდ. რა საფრთხეებსაც ეს მაწვდის ბოლომდე ვიაზრებ და ვაღიარებ რომ აბსურდია და ამაზე ფიქრს აზრი არ ააქვს ,
მაგრამ ტვინი არ მემორჩილება რომ გაჩერდეს.
აი თითქოს ვიღაც ყოველ წუთში ჩაგჩურჩულებს ყურში რაღაც ცუდს და შენი არგუმენტები ფეხებზე კდია , განაგრძობს ასე.
თან ყოველ წუთში, განა დღეში რამდენჯერმე, არამედ სულ, შეუჩერებლივ. ისეთი შეგრძნებაა თითქოს აფეთქდება ტვინი უკვე.
*Mandalaარ ვიცი შეიძლება, ბოლო პერიოდში რამდენიმე ისეთი ადამიანი გარდაიცვალა ვისზეც ვერ წარმოვიდგენდი, განა ის რომ შემეცოდა ან გული დამწყდა,
ძაან ახლობელიც არ ყოფილან, უბრალოდ იმდენად ახალგარდზები იყვნენ და ცხოვრებაში ყველაფერი ქონდათ,
თითქოს დაცულები იყვნენ ყველაფრისგან და უცებ ბრახ და აღარ არიან.
რაღაც მხრივ იმოქმედა ფსიქოლოგიურად.
ადრე სულ თავი 100 % დაცული მეგონა, ფსიქოლოგიურად არასოდეს ვუშვებდი რომ მე შეიძლება რამე ცუდი დამემართოს.
ყველას შეიძლება დაემართოს მაგრამ მე არა მეთქი რატომღაც ასეთი თვითრწმენა მქონდა.
და ამ შემთხვევების შემდეგ თითქოს ეს რწმენა გამიქრა. რაღცნაირად ეს დამცველობას აღარ ვგრძნობ,
გავაცნობიერე თითქოს რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და სრულიად მოულოდნელად შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.
და მერე უეცრად დაიწყო ჩემმა ქვეცნობიერმა ასე საუბარი ჩემთან. აგდებით, დაცინვით:" შენც მალე მოკვდები" ... და მსგავსი ფრაზები.
რაზეც არ უნდა ვფიქრობდე ყველაფერზე მპასუხობს ეგრევე: რა აზრი აქვს შე საცოდავო, შენ ეს გჭირს, შენ ის მოგივა, და რაღაც ასეთები ყველაზე საშინელი სცენარით.
არ ვიცი შეიზლება რაღაცნაირად ქვეცნობიერი შეირყა , მაგრამ მე ის მაინტერსესებ რა ვუშველო ახლა?
რამე წამლები რომ მივიღო?
ფაქტია ვერ ვუმკლავდები, და დღეში რამდენჯერმე რომ იყოს კიდე ავიტან, მაგრამ ყოველ წამში აკეთებს გესმით,
რაზეც არ უნდა ვფიქრობდე და რასაც არ უნდა ვაკეტებდე.
და უკვე ცუდად ვარ მართლა. პირდაპირი გაგებით ტვინი ამტკივდა და ფსიქოლოგიურად მთრგუნავს ძალიან
რო გაცნობიერებულად არაფერ შიშს არ ვგღზნობ უბრალოდ მაწუხებს ეს გაუჩერებელი დალოგი ტვინთან.