მოდით დავდოთ და განვიხილოთ ეთნოგრაფიული მასალები. ძალიან საინტერესო თემაა ეთნოგრაფია. ეს სფერო შეისწავლის სხვადასხვა ხალხების მატერიალურ და არამატერიალურ კულტურას.
საქართველოში ქართველმა მეცნიერებმა, ეთნოგრაფებმა დიდი სამუშაო გასწიეს თავის დროზე, მაგრამ ახლა კიდევ ბევრად მეტია გასაკეთებელი. იმდენი საინტერესო რამე იკარგება და ნადგურდება, საშური საქმეა ყველაფრის აღწერა-დაფიქსირება, ალბომების, წიგნების გამოცემა, უამრავი ძველისძველი და ფასეული ნივთის მუზეუმში გადატანა, შესაძლოა საჭირო იყოს ახალი ეთნოგრაფიული მუზეუმების დაარსებაც სხვადასხვა რეგიონებში. 
ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი იყო აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მისი ღვაწლით დაარსდა ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. 
სხვა ქართველი ეთნოგრაფები:
სერგი მაკალათია
ვერა ბარდაველიძე
გიორგი თედორაძე
ილია ადამია
დიმიტრი ბაქრაძე (ეს საკმაოდ დიდი პიროვნებაა, არა მარტო ეთნოგრაფი) 
პეტრე ჭარაია
ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი (ეს უფრო ფოლკლორის მიმართულებით მუშაობდა)
ვახტანგ დოლიძე (ნუ ეს უფრო ხელოვნებათმცოდნე იყო, მაგრამ ეთნოგრაფიის თვალსაზრისითაც საინტერესო რამეები უწერია)
აკაკი სოხაძე
განავრცეთ თუ შეგიძლიათ.
თანამედროვე ქართველი ეთნოგრაფებიდან (თუმცა ისინი თავს უფრო ეთნოლოგებს უწოდებენ) ყველაზე ძლიერი ალბათ როლანდ თოფჩიშვილია, კარგი მეცნიერია როზეტა გუჯეჯიანიც. დაწერეთ სხვებიც თუ იცით. 
ტრისტან მახაურსაც აქვს ეთნოგრაფიული შინაარსის ნაშრომები. ეს პიროვნება სამწუხაროდ ახლახან (ამ წლის 4 იანვარს) გარდაიცვალა.
მე მაგალითად მაკალათიას ნაშრომები ძალიან მომწონს. ვისაც გაინტერესებთ, აგერაა მისი ნაშრომების ელ-ვერსიები:
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2003...%83%92%E1%83%981957	ატენის ხეობა	მაკალათია, სერგი
1957	ბორჯომის ხეობა	მაკალათია, სერგი; კაკაბაძე, ს.
1944	გიორგი ბრწყინვალე	მაკალათია, სერგი; ჩხეტია, შ. ყ.
1945	დავით აღმაშენებელი	მაკალათია, სერგი
1942	დიმიტრი თავდადებული	მაკალათია, სერგი
1942	ერეკლე მეორის გმირობა და თავდადება	მაკალათია, სერგი
1942	ვახტანგ გორგასლანი	მაკალათია, სერგი; კაკაბაძე, სარგის
1990	თამარ მეფე	მაკალათია, სერგი
1959	თეძმის ხეობა	მაკალათია, სერგი
1983	თუშეთი	მაკალათია, სერგი; უთურგაიძე, თედო
1960	კავთურას ხეობა	მაკალათია, სერგი
1964	ლეხურის ხეობა	მაკალათია, სერგი; არაბული, ირაკლი
1971	ლიახვის ხეობა	მაკალათია, სერგი; არაბული, ირაკლი
1938	მესხეთ-ჯავახეთი	მაკალათია, სერგი
1987	მთის რაჭა	მაკალათია, სერგი; ფრუიძე, ლევან
1930	მთიულეთი	მაკალათია, სერგი
1941	სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია	მაკალათია, სერგი
2006	სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია	მაკალათია, სერგი; გაბაშვილი, მანანა
1963	ფრონის ხეობა	მაკალათია, სერგი; არაბული, ირაკლი
1985	ფშავი	მაკალათია, სერგი; ჭინჭარაული, ალექსი; წოწკოლაური, დავითი
აგერ, dzeglebi.ge_ს მშვენიერი სამუშაო გაუწევია: 
http://www.dzeglebi.ge/statiebi/etnografia.htmlახუაშვილი ნინო – ხეთური დაკრძალვის რიტუალი და პარალელები ქართულ სამყაროსთან;
ბაკურიძე მარიამი – თუშური საქორწილო ტრადიციის ზოგი თვისებურების შესახებ;
ბერიძე ეთერი – ნიგალას ხეობა, ეთნოგრაფიული ჩანაწერები 
ბურდული მედეა – სამედიცინო ცნობები ქართულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში 
ბურდული მედეა – სამკურნალო რიტუალები სვანეთში; 
ბურდული მედეა – ნევროფსიქიკური დაავადებების მკურნალობის რელიგიური ცენტრები სვანეთში 
ბურდული მედეა – ძველი ქართული მედიცინა არქეოლოგიური მასალის მიხედვით; 
ბურდული მედეა – ღვინით მკურნალობის ხალხური ტრადიციები საქართველოში (ენოთერაპია);
გრიშაშვილი იოსები – ყეენობა;
გრიშაშვილი იოსები – ქალაქის ენა;
გრიშაშვილი იოსები – კინტო და ყარაჩოღელი;
გრიშაშვილი იოსები – კრივი;
გრიშაშვილი იოსები – ძველი თბილისის ბიბლიოთეკა;
თოფჩიშვილი რონალდი – XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის მასალები საქართველოს ეთნოისტორიისა და სოციალური ყოფის შესახებ;
თოფჩიშვილი რონალდი – ზოგიერთი ქართული ეთნოგრაფიული რეალია შავშეთში, კლარჯეთში და ტაოში;
თოფჩიშვილი რონალდი – საქართველოს საკუთარ სახელთა რქმევის ზოგიერთი ტრადიციის შესახებ;
თოფჩიშვილი რონალდი – ქართული მემკვიდრეობითი სახელებისათვის;
თოფჩიშვილი რონალდი – ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიისათვის;
თოფჩიშვილი რონალდი – ქართული გვარ-სახელები;
თოფჩიშვილი რონალდი – წოვა–თუშები;
თოფჩიშვილი რონალდი – ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები;
თოფჩიშვილი რონალდი – ქართველთა ეთნონიმები და ეთნოგრაფიულ ერთეულთა აღმნიშვნელი ტერმინები;
თუითი ქევინი – წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი საზოგადოებრივი მნიშვნელობისათვის;
მოსია ბელა – მეგრული ზღაპრის თავისებურებები;
რუხაძე ჯულიეტა – ქართული ხალხური დღესასწაული;
სოზაშვილი ნინო – საბრძოლო საშუალებათა სახისმეტყველება "ამირანში";
ფუტკარიძე ნანა – ტოპონიმ "მარეთის" ეტიმოლოგიისთვის;
ქვრივიშვილი მაია – ქართული ნაციონალური სამოსი;
ქვრივიშვილი მაია – დროისა და სივრცის კატეგორიების აღმნიშვნელი ზოგიერთი ქართული ტერმინისათვის; 
ყავრიშვილი ბესარიონი – სვანეთის მოსახლეობა; 
შავხელიშვილი აბრამი – თუშეთის ისტორიული წარსულიდან; 
შალაშვილი მაია – ოჯახური ტრადიციები კახეთსა და აფხაზეთში; 
ჩელებაძე ნაილა, შინი ჰეირათინი – ერთი საქორწინო ტრადიციის შესახებ თერმეს (თურქეთი) ქართველებში; 
ჩიქოვანი თეიმურაზი – სამეურნეო ცხოვრება ჯავახეთში;
ჩიქოვანი თეიმურაზი – ჯავახების დასახლება და საცხოვრებელი;
ცოცანიძე გიორგი – ნიშნობა-ქორწილობები თუშეთში;
ჭაბუკიანი დარეჯანი – მიცვალებულის კულტი ლეჩხუმში;
ჭაბუკიანი დარეჯანი – წყლის კულტი ლეჩხუმში;
ხუციშვილი ქეთევანი – წინარექრისტიანული რწმენა–წარმოდგენები საქართველოში;
ჯალაბაძე დავითი – შურისძიების ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი ფშავის (ხალხურ) ჩვეულებით სამართალში;
ვისაც გაინტერესებთ შედით მაგ ლინკზე, დააკლიკეთ აქ ჩამოთვლილთაგანს, რომელიც გაინტერესებთ და შეძლებთ იქვე გაეცნოთ მაგ ნაშრომებს.
ასევე არაჩვეულებრივი საიტი "საუნჯე" (ტრადიციები (ეთნოგრაფია) და სიმბოლიკა):
http://saunje.ge/index.php?id=17&lang=enსაზოგადოებრივ მაუწყებელზე ადრე გადიოდა გადაცემა ეთნოგრაფიული ნარკვევები, ვგიჟდებოდი ამ გადაცემაზე:
ასევე ძალიან გულსატკენია ძველი, ულამაზესი ოდა სახლები რომ ინგრევა დასავლეთ საქართველოში. ხელოვნების ნიმუშებია და სირცხვილია ასე უპატრონოდ რომაა მიყრილი. ხალხს მილიონები აქვს და აღარ იცის რაში ყაროს, მე რომ ვიყო გავიღებდი ფულს, ამ სახლებს ერთ სივრცეში მოვათავსებდი, რესტავრაციას ჩავუტარებდი და კიდევ ერთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს დავაარსებდი.  
* * *
 ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...b307f0f.16>=2ქართული და იაპონური საცხოვრისების შედარებითი ანალიზი:
http://www.doctrina.ge/%E1%83%A5%E1%83%90%...83%AA%E1%83%AE/  არა არს დაფარულ...