#50312016 · 6 Apr 2017, 23:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- პოლიციის ავტორიტეტი პლინტუსზე დავარდა, ადვოკატებს სცემენ, მანქანები ტროტუარზე ეჯახებიან ადამიანებს, ნარკოტიკების ჩადების ლეველები ცას უკაკუნებს - პოლიტიკანები გაურკვეველ რეალობაში სუფევენ და *&^ზე ვკიდივართ - ხელისუფლების ბიუროკრატია პრემია/დანამატების კაიფშია - ეკონომიკა წიხლზე ახატია ხელისუფლებას - ეკოლოგია კიბოლოგიად გადაიქცა - სასამართლოს მურუსიძე დაემართა
მოკლედ, რომ დაფიქრდე, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო არცერთი კრიტიკულად აუცილებელი მექანიზმი არ მუშაობს.
ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის უფსკრული კუმა-მანიჩის ღრმულის სიღრმეს გაასწრებს ბეზ პიწი მინუტ.
ჩვენ კი, საზოგადოებრივი და სამართლებრივი წესრიგის მოსურნე მოქალაქეები, უბრალოდ აფსაიდში ვართ.
- მათ ჩვენ ვკიდივართ - ჩვენ კი არ გვაქვს მათზე ზემოქმედების კონსტიტუციური მექანიზმები...
(არჩევნები დიდი ხანია ფიქციად იქცა ჩვენში)
ამ პირობებში სამოქალაქო აქტივობა ასე თუ ისე თავის გზას ჰპოვებს. პოლიტიკურ მიმართულებას გარედან აქვს მხარდაჭერა და პოლიტიკით დაინტერესებული ენჯეოები მყარად დგანან ფეხზე.
სამოქალაქო აქტივობა კი ახლა იდგამს ფეხს. ისიც ინდივიდუალურ ინიციატივებზე და ჭეშმარიტ მოქალაქეობრივ მოტივებზე დაყრდნობით.
ვფიქრობ, რომ სწორედ ნედლ და მოტივირებულ საფუძვლებზე უნდა იშვას თანამედროვე და შემდგარი ქართული სახელმწიფო.
ასეთი აქტივობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია "პარტიზანული მებაღეობა". მავანისთვის შესაძლოა ნატა ფერაძე უარყოფითი პერსონაჟი იყოს, მაგრამ ეს მოძრაობა მხოლოდ ნატა ფერაძე არაა... ამ მოძრაობაში უბრალო მოქალაქეები არიან, ძალიან ბევრი ბავშვიცაა და ეს ხალხი რეალურად საკუთარი ხელებით ქმნიან საკუთარი ქვეყნის მომავალს - სადაც და როგორც შეუძლიათ, რგავენ ხეებს (მაშინ როცა მთავრობა მხოლოდ ხეების მოჭრითაა დაკავებული).
ეს მოძრაობა იმითაა გამორჩეული, რომ ფაქტიურად იმ საქმეს ასრულებს, რასაც მთავრობა უნდა აკეთებდეს. ანუ ისინი კი არ ლაყბობენ, არამედ პირდაპირ საქმეს აკეთებენ. ამაზე ხმამაღალი პროტესტი არ არსებობს!
ამიტომ - როცა დღეს ამ ქვეყანაში ხელისუფლება არ მუშაობს, დროა ამუშავდეს მოქალაქე და აიღოს ინიციატივა საკუთარ ხელში - ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ინიციატივის ხელში აღება (ხელისუფლების უმოქმედობის გამო) საჭირო და გადაუდებელია.
პარტიზანული აქტივობის მოდელი უნდა გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე და უნდა იქცეს პარტიზანულ მოქალაქეობად! (სხვათა შორის, უკვე გამოჩნდნენ პარტიზანული მეგზევეები - სირცხვილი ჩვენს პოლიციას და ხელისუფლებას)...
მე ვფიქრობ, ეს ტენდენცია მზარდი და განვითარებადია. პარტიზანული მოქალაქეობა ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა.
თუ დაუკვირდებით, ბოლო 30 წელია (9 წლიანი პერიოდის გამოკლებით) ამ ქვეყანაში ხელისუფლებას რატომღაც გამუდმებით საზოგადოების ის ნაწილი აყალიბებს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პროაქტიური, ინიციატივიანი და თანამედროვე აზროვნების მქონე ხელისუფლების შექმნას. ამ მასის მიერ გამოჩეკილი ხელისუფლება რატომღაც ყოველთვის ჩამორჩენილი, რეაქციული, კორუფციული და ნეპოტისტურია...
ამიტომ დროა ეს მასა განეიტრალდეს. დროა საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა ჩამოართვას ეს პრივილეგია რეაქციულ ნაწილს და გადაიბაროს ხელისუფლების ფორმირების პრივილეგიაც და პასუხისმგებლობაც.
ამას კი აქტიური საზოგადოება მხოლოდ აქტიურობის შედეგად თუ მოიპოვებს. ეს აქტიურობა კი, ვინაიდან ვერ იქნება წახალისებული რეაქციული ხელისუფლების მიერ, უნდა განვითარდეს სწორედაც რომ პ ა რ ტ ი ზ ა ნ უ ლ ა დ.
სხვა გზა ნორმალურ მოქალაქეებს უბრალოდ ა რ დ ა გ ვ რ ჩ ე ნ ი ა.
პ ა რ ტ ი ზ ა ნ უ ლ ი მოქალაქეობა ან ჭაობში სიკვდილი!
ვინ თვლით თავს აქტიურ მოქალაქედ? ვის გაქვთ სურვილი აქტიური პარტიზანი მოქალაქე გახდეთ? ვის გაქვთ შემართება, რომ საფუძველი ჩაუყაროთ რეალურ მსოფლმხედველობრივ გადატრიალებას ამ ქვეყანაში - გადატრიალებას, რომელსაც მოჰყვება რეაქციონერული ელიტის ჩაჩოჩება და სახელისუფლებო ბერკეტების აქტიურ მოქალაქეთა ხელში გადასვლა?
არ დაიღალეთ ბოლობოლო? როდემდე უნდა ვაჭამოთ ეს ქვეყანა ამ დედა89&(*&ებს? რა სჭირს საქართველოს საიმისო, რომ ბესელიასებრთა და გუგულისებრთა ხელის სათამაშო იყოს?
ერთადერთი საფუძველი რასაც ეს რეაქციონერული ელიტა დგას, ჩვენი, საღად მოაზროვნე ადამიანთა უ მ ო ქ მ ე დ ო ბ ა ა. იმოქმედებ შენ, აღარ დარჩება სივრცე ამ რეტროგრადებისთვის! არ იმოქმედებ? ხელს მოაწერ საკუთარი სამშობლოს ჭკნობას და კვდომას.
ამიტომ გახდით პარტიზანები! გახდით უკიდურესად პრინციპულები! არ შეურიგდეთ უკანონობას! არ შეურიგდეთ უსამართლობას! არ შეურიგდეთ ჭკნობას და კვდომას!
- გააპროტესტეთ ყველაფერი> - აიღეთ ინიციატივა ხელში> - არ დაუთმოთ ერთი მისხალიც კი>
>ხედავ უსამართლობას? გ ა ა პ რ ო ტ ე ს ტ ე! > ნუ მოგერიდება ე.წ. "ავტორიტეტების". ხელისუფლების არცერთი წევრი, მიუხედავად თანამდებობის სიმაღლისა, არ არის ხელშეუხებელი. პირდაპირ ელაპარაკე მინისტრებს, შენობით, თავდახრის და მორიდების გარეშე! > გადაიღე და გამოაქვეყნე ყველა უკანონობა > გამოხატე შენი აზრი ღიად და თამამად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე > გააკეთე უფრო მეტი - მიეცი ფანტაზიას გასაქანი!
ერთხელ და საბოლოოდ შევავიწროვოთ ამ უგვანოების და უგულოების საარსებო სივრცე! შევავიწროვოთ და გავდევნოთ ეს უღიმღამო მასა სახელისუფლებო ვერტიკალიდან!
დავიკავოთ მათი საარსებო სივრცე მაქსიმალურად და ისინი თავად წავლენ - დაიხურავენ ქუდს და წავლენ!
პ ა რ ტ ი ზ ა ნ უ ლ ი მ ო ქ ა ლ ა ქ ე ო ბ ა - მოუღებს ბოლოს ამ მათემატიკურ მუდმივად ქცეულ ამ ქვეყნის ძირის გამოთხრის ტენდენციას!
ჯერი შენზეა!
This post has been edited by ინაველ on 6 Apr 2017, 23:53
|