რუსეთი არის მტრული სახელმწიფო. ამ დარბაზში ამაზე არავინ დავობს. ,,გაზპრომი“ არის მტრული სახელმწიფოს პოლიტიკური ინსტრუმენტი, -ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ,,გაზპრომთან’’ ბოლო დროს გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყნის ინტერესები დაზარალდა და ამაში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა.
,,რუსეთი არის მტრული სახელმწიფო. ამ დარბაზში ამაზე არავინ დავობს. ,,გაზპრომი“ არის მტრული სახელმწიფოს პოლიტიკური ინსტრუმენტი. ამაზეც არ არის დავა. ის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აქამდე ჰქონდა ,,გაზპრომთან“ დადებული, ქვეყნისთვის მომგებიანი იყო. თქვენც აღიარებთ, რომ წლებია რუსეთი ითხოვდა ,,გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლას თავისი ინეტრესების სასარგებლოდ. უდავო ფაქტია, რომ წლებია საქართველო ახერხებდა ამ ხელშეკრულების შენარჩუნებას. თუმცა, თქვენ რუსეთის მოთხოვნით ჩვენთვის მომგებიანი ხელშეკრულება შეცვალეთ. ამის მერე სურვილიც არ გიჩნდებათ, რომ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრს დაუძახოთ და მოუსმინოთ. იქნებ ვცდებით და თქვენ მართლები ხართ?! საიდან იცით, რომ ღირდა რუსეთთან დათმობაზე წასვლა.
აქედან ერთადერი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ან ვერ შეძელით, ან არ შეძელით ჩვენი ქვეყნის ინეტრესების დაცვა, ან იყო სხვა კორუფციული ინტერესებიც. გასაგებია, როცა პოლიტიკური დავალება გაქვთ, უნდა დაიცვათ ეს პოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზღვარი არ უნდა ჰქონდეს პოლიტკურ სისულელეს. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზარალდა. დროზე მოეგეთ გონს და პასუხი მოსთხოვენთ თქვენს მთავრობას“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტში “გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების თაობაზე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...nstrumenti.htmlაქვე მდინარაძის პასუხი
ვფიქრობ, დღეს თქვენ პიარ კამპანია ჩაგივარდათ, - ასე მიმართა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს, “გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების თაობაზე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვისას.
მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მზადაა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფარგლებში განიხილოს ,,გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების დეტალები, თუმცა, ოპოზიციას ამის სურვილი არ აქვს.
„ოპოზიციას ერთხელაც არ უხსენებია რეზოლუციის რომელიმე ნაწილი, რომელიმე პუნქტი. თქვენ აცხადებთ, რომ საკითხის განხილვისას სხდომას არ ესწრებიან უმრავლესობის წევრები. როცა ასეთ საოცარ არგუმენტს მოიყვანთ, მაშინ საინტერესოა თქვენგან რამდენი ესწრება დღეს ამ საკითხის განხილვას?! რატომ არ ესწრებით თქვენ სხდომებს, სადაც საუბარი ადამიანის უფლებებზეა. როცა ეკონომიკურ რეფორმებს ეხება მსჯელობა.
საზოგადოების წარმომადგენლებს როცა ხვდებით, ეუბნებით რომ ასეთი კარგი ხელშეკრულება გქონდათ ,,გაზპრომთან“ დადებული, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც გააგრძელეთ?! საზოგადოებას ასევე აინტერესებს, როგორ ახერხებდით ასეთი ვითომც კარგი ხელშეკრულების შენარჩუნებას?!
საკითხავია, როდის უფრო მეტი დამოკიდებულება იყო და პოლიტიკურად რომელი ხელშეკრულება უფრო მომგებიანია?! ამაზე პასუხი არ გაქვთ! ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თქვა, რომ მოვა ნდობის ჯგუფთან და განმარტავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში დეტალებს. ამაზე საუბარი არ გინდათ. თქვენ საუბროთ რაღაცაზე, რაც პიარისთვის გინდათ გამოიყენოთ. რეალურად თქვენ საკითხი არ გაინტერესებთ. ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ სიღრმეებში შესვლას აზრი არ აქვს. ეს არის თქვენი სახე. ვფიქრობ, თქვენ დღეს პიარ კამპანია ჩაგივარდათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში ,,გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...agivardath.html