ირმა ბეგლარიშვილი: აი, ვის შენატრით ქართველები, ამერიკაო, რომ გაჰყვირით
ვისაც ამერიკა საოცნებო ქვეყნად წარმოუდგენია და გული იქით მიუწევს, ეს წერილი მან უნდა წაიკითხოს!
მოგიყვებით, ამერიკელები საკუთარ მშობელს როგორ ექცევიან და ცხრა მთის იქითა ქვეყნიდან ჩასულ ჩვენს მშობლებს როგორღა მოეპყრობიან, დასკვნა თავად გამოიტანეთ.
ნიუ ჯერსის შტატში მცხოვრები ირმა ბეგლარიშვილი დაგვიკავშირდა, რომელიც 18 წელია, ამერიკის მოქალაქეა, თუმცა, იქაურობას მაინც ვერ შეეგუა — საამისოდ კი ობიექტური მიზეზი აქვს:
— 2000 წელს სახლი დავკარგე და ქუჩაში დავრჩი, ამიტომ 2 წლის შვილი დას მივაჩეჩე, მე კი ამერიკაში წამოვედი. წარსულის დიდი ტკივილი სულში დღესაც საფლავივით პირღიაა — ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ წამებას, როცა წლების მანძილზე შვილის სუნი მენატრებოდა. როგორც კი მოქალაქე გავხდი, ბავშვი წამოვიყვანე, მას შემდეგ სულ ერთად ვართ და არც არასოდეს დავშორდებით.
აწყობილი ქვეყანაა ამერიკა,მაგრამ ყოველ ახალ წელს დედა-შვილი ერთმანეთს ვუსურვებთ - შემდეგ წელს საქართველოში შევხვდეთ! მანამდე 24-საათიანი მუშაობის რეჟიმი მაქვს, აქ სხვაგვარად ვერ იცხოვრებ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამერიკაში დარჩენა რატომ არ გინდათ?
— ეს არის ადამიანური ემოციისგან დაცლილი, პრაგმატული ქვეყანა, სადაც ურთიერთობებზე საუბარიც კი არაა. უმძიმეს ამბავს მოგიყვებით, რასაც საკუთარი თვალით ვუყურებ: რამდენიმე წელია, მოხუცს ვუვლი (ცნობისათვის, ამერიკაშიმოხუცები დიდხანს ცოცხლობენ, რადგანაც სახელმწიფოს მხრიდან შესანიშნავი პირობები აქვთ).
აქ ძალზე პოპულარულია ჰოსპისი - დაწესებულება, სადაც უიმედო ავადმყოფებს უვლიან, მდგომარეობას უმსუბუქებენ და, სადაც ამერიკელების 99% საკუთარ მშობელს ათავსებს. არადა, სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელიც ჭირისუფლის ინტერესებს ითვალისწინებს და ავადმყოფს კლავს!
როცა მოხუცი ჰოსპისს ხელშეკრულებას უფრომებს, ცუდად გახდომის შემთხვევაში მას უფლება ერთმევა, სასწრაფოს გამოუძახოს და სხვა დახმარება მიიღოს. მკურნალობას მთლიანად ეს დაწესებულება კისრულობს. მეხუთე თვეა, ჩემი მოხუცი ინსულტის გამო ლოგინად ჩავარდა. შვილს ვთხოვე, დამხმარე აეყვანა, მაგრამ იგი ჰოსპისს გაურიგდა — ავადმყოფს ამ დაწესებულებიდან „მოსავლელად“ ექთანი აკითხავს (აქვე განვმარტავ, რომ მოვლის ფულს ამერიკელი არ იხდის: მშობლის უზარმაზარი პენსია და სახელმწიფოს დახმარება საშუალებას იძლევა, ყველა მოხუცი დაკმაყოფილდეს, ანუ შვილი არანაირად არ წუხდება!).
და აი, ჰოსპისთან დაკავშირების შემდეგ მაცივარში უკვე მორფი დევს, რომელსაც ავადმყოფს კატეგორიულად არ ვუკეთებ — მოხუცი არ შფოთავს, მხოლოდ გამოცვლისას წუხს და ნარკოტიკი რაში სჭირდება? არადა, ჰოსპისის ექთანმა გუშინ პირში ნარკოტიკი ძალით ჩაასხა და მარწმუნებდა — ეს ის მედიკამენტია, რომელიც არ კლავს, ტკივილს კი მოუხსნისო. თან მკაცრად გამაფრთხილა — საჭმელს ნუ აძლევო. მოხუცი ბებო საკვებს ისედაც ვერ იღებს, რადგანაც წამლის გავლენით მთელი დღე სძინავს. გუშინ ექთანი ტუალეტში ჩაიკეტა და ნახევარი საათი ავადმყოფის შვილს ტელეფონზე ელაპარაკა. მერე გამომიცხადა, ხვალ ჰოსპისიდან დასაკრავ წამალს გამოგზავნიან, მაგრამ ხელთათმანის გარეშე არ მიეკარო და 72 საათში ერთხელ უცვალეო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დასაკრავი წამალი რას ნიშნავს?
— ჩვეულებრივ მორფიუმთან შედარებით 55- ჯერ ძლიერი წებოვანი ნარკოტიკია, რომელსაც მძიმე ავადმყოფს ზურგზე აკრავენ, იქიდან კი ორგანიზმში ნელა გადადის. წარმოიდგინეთ, ისეთი ძლიერი პრეპარატია, ყუთიდან შიშველი ხელით ამოვიღე და ერთი საათის მანძილზე ენა მებორკებოდა. ამათ ჰგონიათ, ასეთ სამსახურზე რომ ვთანხმდებით, დებილები ვართ და ვერ ვაზროვნებთ, სინამდვილეში კი საკუთარი თვალით ცოცხალი ადამიანის მოკვდინებას ვუყურებთ და ვერაფერს ვხდებით.
შვილს ერთი სული აქვს, დედა როდის მოკვდება, რომ დაგროვილ ქონებას მიადგეს. მე კი, მომკალით და ამას ვერ ვიგებ და ეგებ სხვამ ამიხსნას - დედა როგორ უნდა მოგბეზრდეს და მკვლელად რატომ უნდა იქცცე?
აი, ვის შენატრით ქართველები — ამერიკაო, რომ გაჰყვირით!
აი, ბატონებო, ცივი და უგულო ქვეყანა!
მე, პირადად, ამ ტრაგედიის მოწმედ ყოფნა არ მსურს და აქედან უნდა გავიქცე, რადგანაც ვხედავ, რომ ამ მტაცებლების მიზანი მხოლოდ ფული და ქონების დატაცებაა!
თან არ დაგავიწყდეთ — ავადმყოფი გონზეა, ყველაფერი ესმის, შვილი კი არ ერიდება და დედის თანდასწრებით ხმამაღლა ამბობს — დროა მშობელი მოკვდეს!
ამიტომ ვაცხადებ, რომ დღეს ამერიკელებმა ეშმაკის საქმეც შეითავსეს და უკვე არაფერი ეშველებათ!
სულ დედაჩემი მახსენდება - ნეტავ ცოცხალი ყოფილიყო,მისი სახისთვის მეყურებინა და წლების მანძილზე უსაყვედუროდ მოვუვლიდი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კი მაგრამ, იმ თქვენს ახალგაზრდა ამერიკელს არ ეშინია, რომ მოვა დრო და საკუთარი შვილიც ასე მოექცევა?
— დღეს იყო მობრძანებული და გახსნილი ტექსტით ვუთხარი — დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და, თუ საკუთარი მშობელი ასე მობეზრდა, თავად მოკლას! ეს სიტყვები არ ესიამოვნა. ცნობისათვის, უამრავი მოხუცია, რომლებსაც შვილები სხვადასხვა ხრიკით ხელს ქაღალდზე აწერინებენ, შემდეგ კი სულ მცირე ავადმყოფობის დროს ევთანაზიას ითხოვენ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კი მაგრამ, თქვენს შტატში ევთანაზიის კანონი მოქმედებს?
— ამისი უფლება მხოლოდ ამერიკის სამ შტატს აქვს — ორეგონს, ვაშინგტონს და მონტანას. ისე, მინდა, გითხრათ, რომ ფაშისტურ გერმანიაში ეს ხერხი მხოლოდ სულიერი ავადმყოფებისთვის იყო გამოყენებული, ისიც მცირე მასშტაბით და ორ წელიწადში აკრძალეს!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წეღან მითხარით, რომ მოხუცს ყველაფერი ესმის
.
— უნდა ნახოთ, რა საბრალო თვალებით მიყურებს: საკვებს ვაძალებ, რომ მოყოჩაღდეს და ამ არაადამიანების მსხვერპლი არ გახდეს.
საუბედუროდ, ამის შესახებ პოლიციასაც ვერ ეტყვი: ყველაფერი კანონიერად ხდება!
20 წლის წინათ, აქეთ რომ მოვდიოდი, მეგონა, დემოკრატიის სავანეში ვიქნებოდი, სინამდვილეში ეს ქვეყანა იაფფასიანი ბიჟუტერია აღმოჩნდა — გარედან რომ მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან — მოყვარეს, აქ ჭკვიანსაც და იდიოტსაც ერთნაირი შანსი აქვს, მთავარია, იღბალი გქონდეს!
სადაც კი ამერიკელები შევიდნენ, ყველა ერი და ქვეყანა გაანადგურეს და რას ელით?
ანდა, რუსეთი რომ ჩამეზობლებულ ამერიკას ვერ აიტანს, ამაზე თუ გიფიქრიათ?
ერთხელ დავწერე, ნეტა პუტინის მსგავსი პრეზიდენტი გვყავდეს მეთქი და საშინლად გამლანძღეს - ამერიკის ღირსი არ ხარო და რა გგონიათ, ხალხო, ამერიკა?
მეგობარი ქვეყანა ვარო, - აცხადებს და სინამდვილეში გვექცევა კი მეგობრულად?
რა უღირდა 3 მილიონი ადამიანის დასაქმება ?
ეს ხომ სასაცილო ციფრია ამერიკისთვის? მაგრამ თავი არ გაიცხელა.
ახია ჩვენზე, რადგანაც ის ხალხი ვართ, ლადო ბედუკაძის გმირობა რომ ვერ დავაფასეთ.
— დღეს ეს ადამიანი არავის ახსოვს! (პაუზა)
ზოგი რას ნატრობს, ზოგი — რას...
მე კიდევ ღმერთს ვეხვეწები, დამაბრუნოს უკან, ჩემს გაყიდულ სამშობლოში, თუ დაგვრჩა სამშობლო. სადაც სახლი და საწოლი მაინც იქნება ჩემი...
ალბათ, სოფელში წავალ და ვეცდები, არაფერზე ვიფიქრო. თუმცა, სახლიდან ჯერ საათებს გამოვიტან და დროს ასე გავაჩერებ! იმ სახლში ვიცხოვრებ, სადაც ჩემი ბავშვობა გამახსენდება და ყველა იმ ქვეყნად გადასახლებულის სახეს გამიცოცხლებს.
ისე, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. მიწერია კი უკან დაბრუნება ?!
მთელი ცხოვრება ბედისწერა ყველა ოცნებას ძირში მიკლავდა და რა ვიცი...
უწერა ასრულება ამ ოცნებას ?
ესაუბრა თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი "ასავალ დასავალი"
2017 წლის 3-9 აპრილი,N14 (1168) გვ 6-7
ლინკი:
http://tb24.ge/sazogadoeba/item/3749-%E1%8...8%E1%83%97.htmlპოლიტიკაში ვერ გავხსენი იმიტომ რომ პოსტები არ მყოფნის. . .
This post has been edited by swainman on 11 Apr 2017, 00:49