#62329018 · 25 Oct 2025, 22:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
worthy
| QUOTE | | ვგონებ რომ უნდა გეთქვა 28 მჰც და არა 28 მბიტ/წმ. comcom.ge-ს მიერ დაწესებული რეგულაციებით, რ/ს ტრანსმისსისთვის 8 გჰც დიაპაზონში არის 7,28,56 და 112 მჰც ზოლები. |
ეს ეხება რადიო-სარელეო სისტემას, რომლითაც ხდება მაგ. ჩხოროწყუს გადამცემისთვის სათაო სადგურიდან(თბილისიდან) ნაკადის მიწოდებას, რომელიც არის სპეციფიური და ქვია მას T2-MI.
საქართველოში მიწისპირა საეთერო ქსელი მუშაობს DVB-T2 სტანდარტით, რომლის გატარების ზოლია 8მჰც და შეიძლება მაქსიმუმ 50მბიტის გატარება. ტელერადიოცენტრის საეთერო გადამცემი ქსელი(და არა რადიო-სარელეო) ისეა აგებული, რომ შეუძლია 28 მბიტ-ის გატარება. ჩვენი რეგულაციების მიხედვით ამ 28-ში შეიძლება 3.5 HD-მაღალი ხარისხის რაოდენობის არხი ჩაეტიოს. მეტი რაოდენობა რომ ჩაეტიოს სათაო სადგური უფრო მეტ გამოთვლებს აკეთეს რაც იწვევს მეტ დაყოვნებას. სუპერ ან კვანტური კომპიუტერი რომ გვქონდეს დაყოვნებაც ნული იქნებოდა. ამ სათაო სადგურს ესეთი დაყოვნება აქვს და რა ვქნა.
|