კლუბი 27 — ფიქტიური გაერთიანება, რომელსაც მიაკუთვნებენ 27 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსებს.1975 წელს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბევრი ცნობილი მუსიკოსი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ შეიქმნა ე.წ. "კლუბი 27"ასევე ცნობილია როგორც "მარად 27-იანელთა კლუბი.
27 Club-ში შედიან: Robert Johnson, Brian Jones, Jimi Hendrix, Janis Joplin, Jim Morrison, Kurt Cobain &Amy Winehouse.

საინტერესო ფაქტები:
1) პირველად კლუბ 27-ში მოხვდა ბლუზ მომღერალი რობერტ ჯონსონი! (ჯონსონის განცხადებით მან სული ეშმაკს მიყიდა, პოპულარობისთვის) 27 წლის ასაკში მოკლული იპოვეს.
2) ბრაიან ჟონსი - 28.02.1942 – 3.07.1969 ინგლისელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი. დაიხრჩო საცურაო აუზში, ზოგი ვერსიით, ადგილი ჰქონდა მკვლელობას
3) ჯიმი ჰენდრიქსი – 27.11.1942 – 18.09.1970 ამერიკელი გიტარისტი, ვოკალისტი და კომპოზიტორი. გარდაიცვალა ტრანკვილიზატორების გადაჭარბებული დოზით.
4)ჯენის ჯოპლინი– 19.01. 1943 – 4.10.1970 ერთ-ერთი დიდებული ვოკალისტი როკ-მუსიკის ისტორიაში. გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით.
5)ჯიმ მორისონი – 8.12.1943 – 3.07.1971 ჯგუფი “The Doors”-ის ლიდერი. გარდაიცვალა 27 წლის ასაკში, სიკვდილის მიზეზად, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზირება დაასახელეს.
6)კურტ კობეინი – 20.02.1967 – 5.04.1994 – “ნირვანა”-ს ლიდერი, მომღერალი და გიტარისტი, აგრეთვე, მრავალი სიმღერის ავტორი. 27 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
7)ემი უაინჰაუზი-პირველი ინგლისელი მომღერალი და მუსიკოსი ქალი, რომელსაც 5 გრემი მხოლოდ ერთ ცერემონიალზე გადასცეს.გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობა.

ვისაუბროთ ზოგადად Club 27-ზე და მის უცნაურობებზე.
This post has been edited by CTEPAPA on 16 Feb 2013, 21:17