- ჯერ მშრალი და ოფიციალური ფაქტები:
1. ბებერი მელა კისინჯერი ტრამპ ტაუერში დაინახეს, თან ორჯერ (

). ასევე, ის მომხრეა კრიმის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის და რუსეთისთვის "არაოფიციალურად" გადაბარების. ასევე ეკონომიკური სანქციების შერბილება-მოხსნის.
2. რექს ტილერსონი, ექსონის შეფი და პუტინის საქმიანი პარტნიორი (ხო, ხო, მაგათ მაგარი საქმეები აქვთ ნაკეთები არქტიკის შელფის ენერგომატარებლების დარგში) არის ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი.
3. ტრამპი დემონსტრატიულად ესაუბრა ტაივანის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს და გამოთქვა მოსაზრება რომ "ერთი ჩინეთის პოლიტიკა" სულაც არ არის ავტომატიზმი ამერიკისთვის და ის ფართო მოლაპარაკებების კონტექსტში უნდა იყოს განხილული.
- ჭორები, ჭორები:
он (კისინჯერი) знает руководителя Кремля Владимира Путина со времени после падения Берлинской стены. Говорят, что тогда Киссинджер спросил молодого русского о его профессиональном опыте. Бывший агент КГБ ответил: «Я работал в секретной службе».
Киссинджер ответил: " Все порядочные люди начинали с работы в секретной службе. Я тоже«.
უკვე ყველაფერი გასაგებია ხომ?
- ახლა კონსპირაციული ანალ-იტიკა:
ჩინეთის ექსპანსიის შესაჩერებლად და ევრაზიაში წონასწორობის და ბალანსისი შესაქმენლად (ბრიტანეთის იმპერიის მოდელი, 19 საუკუნე) - იგეგმება დიდი ევრაზიული გამბიტი ჩინური დრაკონის მოსაშთობად.
ძველებს (ჩეკისტებს) ახსოვთ, 1971-72 წლებში კისინჯერის მიერ ორგანიზებული ამერიკა-ჩინეთის დაახლოება, რომელმაც კარგად გამოიყენა სინო-სოვეტების კონფლიქტი და საბჭოთა კავშირი დიდ თამაშგარეში დატოვა. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი - საბჭოთა კავშირის იზოლაციის და მისი დაშლის საქმეში.
და რა ხდება ახლა?
ევრაზიული გამბიტი 2.0 ოღონდ პირიქით.
ტრამპის და პუტინის ალიანსი - ჩინური ექსპანსიის შესაჩერებლად.
1. პუტინს "მისცემენ კრიმს" (შეიძლება არ გაფორმდეს ოფიციალურად, მაგრამ დღის წესრიგიდან მოიხსნება), და გარანტიებს რომ "ბლიჟნი ზარუბეჟიაში" არავინ არ აფათურებს ხელს. ასევე შესაძლოა სანქციების შემსუბუქება-გაუქმება.
2. უკრაინა, საქართველო, მოლდოვა - ფაქტობრივად NATO-Free დემილიტარიზებული ზონები, სადაც იქნება რუსული სამხედრო ჰეგემონიური სურნელი - შეზავებული ევროპულ სამეზობლო პოლიტიკასთან და soft power-თან.
თუ ამ ყველაფერს დავამატებთ ნაციონალიზმის აღზევებას ევროპაში და ევროპის კავშირის ინსტიტუციონალურ კრიზისს და იმას, რომ რუსეთს გაცილებით უფრო უღირს, შესაბამისად "მეტის გადამხდელია" საქართველოსთვის, ვიდრე ყველა სხვა გეოპოლიტიკურ მოთამაშეს - ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რომელ მელოდიაზე იცეკვებენ კიბორჩხალები

- ახლი კი მთავარი, კონკრეტული მაკრო-სტრატეგიული შედეგები საქართველოსთვის:
1. მიხაილო სააკარდი და მისი "აგენდა" წარსულია. ის გლობალისტური ამერიკული გეოპოლიტიკის ერთ-ერთი გამონაცვალი ფიგურაა, რომელმაც აქტუალობა დაკარგა.
2. კარტ-ბლანში გრიგორიჩს და მის ხედვას საქართველოსი (დიდი ჭორვილა 2030?). ანუ, ერთგვარი ნახევრად-დემოკრატიული, ოლიგარქიულ-ბანანის რეჟიმი - მენცარის არომატით

. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ვალოდა ძიასთან გარიგებას აქვს ადგილიო, მაგრამ ნუ ეტო ნე რელევანტნო.
3. არავითარი წინსვლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში
4. არავითარი ეკონომიკური გარღვევა და მნიშვნელოვანი მატერიალური კეთილდღეობა
5. რუსეთთან ახალი ომი არ იქნება, ურა ურა!
6. ევროპაში მოგვაპარინებენ და შეიძლება შეგვაყოფინონ კიდეც

- კვინტესენცია ჩემ საყვარელ, რიგით ქართველებს:
1. მნიშვნელოვნად არაფერი არც ჩვენი და არც ჩვენი შვილების თაობის ცხოვრებაში არ შეიცვლება. წინასაარჩევნო ან წინასარევოლუციო რიტორიკის გარდა, რა თქმა უნდა.
შეიძლება გავბრაზდეთ და სახალისოდ მივახოცოთ ერთმანეთი, რომელიმე წმინდა მიზეზით მოხდენილ რევოლუცია-სამოქალაქო ომებში.
შეიძლება არც. ეს უკვე როგორც გაგვისწორდება.
სადღაც 50 წელიწადში საქართველო აღარ იარსებებს, როგორც პოლიტიკური სუბიექტი (შეიძლება უფრო ადრეც, გააჩნია რაკლადს)
2. შესაბამისად, დაიკიდეთ და მიიღეთ სიამოვნება. სანამ შეგიძლიათ და რითიც შეგიძლიათ.
მიყვარხართ და გილოცავთ ახალ წელს!
This post has been edited by Codex on 28 Dec 2016, 15:31