MaryBit
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 230943
რეგისტრ.: 10-April 17
|
#50339319 · 10 Apr 2017, 22:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ბოლო დროს ხმაურია ატეხილი იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ტურისტი თუ სხვანი ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტიდან რა შეურაცხმყოფლად გამოაბრუნეს (უხეშად რომ ვთქვათ, „გამოაბუნძულეს“). მათ შორის სახელდებიან მომლოცველებად საპატრიარქოდან წასულებიც. მე ორ ქვეყანაში (ისრაელსა და ეგვიპტეში) გალხდით საპატრიარქოდან წასულ ჯგუფებში და იმ სიტუაციამ, რაც იქ სუფევდა, ჩემში საკმაოდ ნეგატიური განწყობა დატოვა (რბილად რომ ვთქვათ). პირველად ისრაელში აღდგომის დღეებში გახლდით ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლის დროს. როგორც მანამდე გამეგონა. ამ დღესასწაულზე საპატრიარქოდან ყოველწლიურად მიდიოდა ჯფუფი, მაგრამ იქ მოხვედრა მხოლოდ საპატრიარქოსთან დაახლოებულებს შეეძლოთ. მე ეს პატივი არ მქონდა. 2011 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად ჩემთვისაც გახდა შესაძლებელი ისრაელში საპატრიარქოს ჯგუფის შემადგენლობაში წასვლა და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტში ე. წ. გასაუბრებაზე მიმიწვიეს. იქ დამხვდა ქალი, რომელიც გამეცნო როგორც „თამარი“ და რომელშიც სახის მბრძანებლურ, თვითდაჯერებულ გამომეტყველებაზე, ლაპარაკის ასევე მბრძანებლურ-მენტორულ ტონზე და დაკითხვის სტილით „საუბარზე“ აშკარად იცნობდით იმ ორგანოს დაბალი რანგის წარმომადგენელს, რომელზეც 1966 წ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამოქალაქო თავდაცვაში (ГО - гражданская оборона) ჩვენი ჯგუფის ლექტორი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი პოდპოლკოვნიკი (მაშინ ასე უწოდებდნენ ვიცე-პოლკოვნიკს) მეჩიტოვი ამბობდა: «Три страшных буквы, у которых есть вход, а выхода нет». რამდენიმე კითხვის (ვიყავი თუ არა როდისმე საზღვარგარეთ, სად და როდის, ვითომ ამას უჩემოდ ვერ გაიგებდა ჩემი „დოსიეს“ გამოთხოვით) შემდეგ „თამარი“ შემეკითხა, მყავდა თუ არა ისრაელში ვინმე ახლობელი. „როგორ არა, - მიამიტად გავიბადრე მე, - ჩემი ორი ებრაელი მეგობრის ოჯახები ყვავილებით გავაცილე სამგორიდან, ერთი - ამერიკაში, მეორე - ისრაელში. ისრაელში რამდენიმე ჩემი ყოფილი თანამშრომელი ცხოვრობს“. „გაქვთ კავშირი მათთან?“ „ერთ ჩემს ახლო მეგობართან, ახლა აშდოდში ცხოვრობს, ტელეფონით ვკონტაქტობთ.“ ეტყობა, „თამარი“ ასეთ გულახდილობას მიჩვეული არ იყო, ამიტომ ცოტა უხერხულად შეიშმუშნა და დამარიგა: „იცით,ეს იმათ წარმომადგენლებს არ გაუმხილოთ. ასე სჯობს“. მოულოდნელობისგან ის სიფრთხილე დავკარგე, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან უნდა მქონოდა გამოყოლილი ასეთებთან „საუბრის“ დროს: „ქალბატონო, წმინდა მიწაზე თუ მომლოცველად მივდივარ, ტყუილებით უნდა დავიწყო ეს პილიგრიმობა?!“ „თამარის“ სახეზე ისეთი გამომეტყველება გაჩნდა, რომ მე ზრდილობიანად დავემშვიდობე და დარწმუნებული წამოვედი, რომ უკვდავი საბჭოთა КГБ ისრაელში წასვლას არ მაღირსებდა. შეიძლება ასეც ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საბუთები უკვე ისრაელის საელჩოში იყო გადაგზავნილი და რაკი იქიდან ვიზა მოვიდა... წინასწარ ვიტყვი, რომ თბილისის აეროპორტში მე იგივე ვუთხარი ისრაელის წარმომადგენელ რუსულენოვან ახალგაზრდა ქალს და დავამატე. თუ ისრაელის სახელმწიფოს კანონი ამას კრძალავდა, მე ჩემს მეგობარს იქ არ დავუკავშირდებოდი. «А это по вашему желанию, идите, пожалуйста!» - ზრდილობიანად დამილოცეს გზა. მეორე უსიამოვნო გაოცება მივიღე სამების ტაძართან დარბაზში, სადაც ყველა წამსვლელი მიგვიწვიეს. შემაღლებაზე მაგიდასთან მჯდომი ჭარმაგი კაცი ოდნავ ცინიკური ღიმილით დიდხანს ლაპარაკობდა რამდენიმე ჩანთისგან შემდგარი დიდი ბარგის გადატანა და გადმოტანაზე. იერუსალიმს აღდგომა მოდის, დელეგაციის საუბარს ვისმენ, - ბარგის წონაზე მოგიხდით ბოდიშს - და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ. მაპატიეთ, ბატონო დავით მაღრაძევ, მაგრამ ბოდიშს იხდიდნენ კი არა, ერთადერთ საზრუნავად აქ მხოლოდ ეს ბარგი ჩანდა. ჩემთან ახლოს მჯდომებმა იერუსალიმში სიცილით გაიხსენეს ჩემი ნათქვამი: „მე ერთი სპორტული ჩანთით დავდივარ, ეს სულ არ მაინტერესებს, ვინ გვმოძღვრავს ასე გულმოდგინეთ?“ გაოცებული დავრჩი, როცა მითხრეს, რომ ეს „დამმოძღვრავი“ ის მიტროპოლიტი საბა გახლდათ, რომელსაც რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი ებარა და რომლის სახელზედაც დავწერეთ თხოვნა მომლოცველად წასვლაზე. არავითარი გზის დალოცვა, ან თუნდაც დარიგება ან თხოვნა, ვინმე ქრისტიანისთვის შეუფერებლად არ მოქცეულიყო. ამის შემდეგ გადავიხადეთ საგზურის ღირებულება, ნაღდი ანგარიშით, ხელიდან ხელში ფულის გადაცემით (მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მიღებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას აქ ახლაც არ ცნობენ). ამასთან მიტროპოლიტმა საბამ საგზურის გამოცხადებულ ფასზე კიდევ 100 (ასი) დოლარის დამატება მოითხოვა, ვითომდა იმიტომ, რომ ბოლო დღეებში გაძვირდა (რა თქმა უნდა, როგორც იერუსალიმში ჩასვლისთანავე შევიტყვე, ასე არ იყო; დაახლოებით 100 კაცისგან 100-100 $, საქართველოს პირობაზე გვარიანი თანხაა!). ისრაელში პირველად მყოფისთვის ყველაფერი საოცრად შთამბეჭდავია. აქ უნდა ვთქვა კიდევ ერთი ყურადღებამისაქცევი რამ: მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური, კორექტული დასახელება - „რელიგიური ტურიზმი“ აქვს, ამ ტურიზმის ყურადღება მხოლოდ მართლმადიდებლურ ტაძრებზეა მიქცეული, სხვა ქრისტიანული კონფესიებისა და, მითუმეტეს, სხვა აღმსარებლობის რელიგიების კუთვნილ ადგილებს (გარდა დავით მეფის კენოტაფისა) ერიდებიან, ამ დროს ისრაელში ბიბლიასთან (ორივე - ძველ და ახალ აღთქმასთან) დაკავშირებული ტერიტორიის სამი მეოთხედი ვატიკანს, ძირითადად ფრანცისკანელებს ეკუთვნის. იაფოში ვიყავით ბერძნულ საყდარში, მაგრამ იმ სახლის, სადაც პეტრე მოციქული საპყრობილიდან მივიდა, ადგილის (რა თქმა უნდა, ახლა იქ სხვა სახლია) გვერდით ფრანცისკანელთა ბაზილიკა „შავი მადონას“ სტილში შესრულებული შესანიშნავი ხატით მარშრუტშიც არ იყო შეტანილი (კათოლიკენი!!). რაც შეეხება ჯგუფის შემადგენლობას... თითზე ჩამოსათვლელი ვიყავით აქ პირველად წამოსულები. სხვების ლაპარაკიდან ჩანდა, რომ უმეტესობა რეგულარულად დადიოდა, ბევრი იყო ისეთი, რომლებიც პილიგრიმული ჯგუფების ჩამოყალიბებიდანვე ყოველ წამოსვლაზე იყვნენ ამ ჯგუფებში (წელიწადში ორჯერაც. აღდგომას და შობას). ამათთვის ორი ინტერესი იყო გამოკვეთილი: დღისით - სავაჭრო ობიექტები, „სვეტსკი“ გოგოშკებისთვის ღამით - სასტუმროს ბარი (ვნების კვირაში „დროს სატარებლად“). შეიძლება ამის გამო ეს შეკვეცილი მარშრტუტიც კი ისე ზერელედ სრულდებოდა, მასში აღნიშნული ობიექტების საკმაო ნაწილთან არც კი მივსულვართ. იერუსალიმში სიონის გორაკზე „გამოგვრჩა“ საიდუმლო სერობის ადგილი, ელეონის მთაზე - მაცხოვრის ამაღლების ადგილი და სხვ. (ჯგუფის წევრები მაღაზიებში იყვნენ მიმოფანტული, ეინ კარემში მხოლოდ მაღაზიაში შეცვივდნენ, სადაც უნებურად გავყევი და იქ ვიხილე მათი დახარბებული გნიასი). მეგიდოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მარშრუტში შეტანილი იყო, არც შევჩერებულვართ. მოგეხსენებათ, ისრაელში ბევრ ადგილს მხოლოდ ისტორიული ან ბიბლიური მნიშვნელობის დატვირთვა აქვს და არა არქიტექტურული ხელოვნების, როგორც, მაგალითად, ევროპის გოტურ ტაძრებს ან აღმოსავლეთის მუსლიმანურ მეჩეთებს. მწყემსთა ველზე ან მეგიდოს ნაქალაქარზე თუ ის არ იცი, რას წარმოადგენენ ეს ადგილები, მათ ნახვას აზრიც არ აქვს. დღესაც სირცხვილით მახსენდება, მეგიდოსთან გავლის დროს, როცა ჩვენი მეგზური მიკროფონში ამ ნაქალაქარზე ლაპარაკობდა, რა აურზაური ჰქონდათ ატეხილი ავტობუსში მჯდომებს და ისიც არ იკადრეს, რომ ინტერესის თუ გამო არა, ზრდილობისთვის მაინც ცოტა ხნით გაჩუმებულიყვნენ. რაც შეეხება ჯგუფის ხელმძღვანელად წოდებულ ქალს (ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც წელიწადში ორჯერ მიდიოდა ისრაელში, თანაც, ცხადია. არა თავისი ხარჯით), ყველაფერ ამას ყოვლად ინდიფერენტულად, ხმის ამოუღებლად უყურებდა. სამწუხაროდ არც იქ მყოფ სასულიერო პირებს გამოუთქვამთ რაიმე პროტესტი. პალესტინის ავტონომიაში, სადაც ჩვენი ისრაელელი მეგზური პოლიტიკური მდგომარეობის გამო ვერ გამოგვყვებოდა და ამ „ხელმძღვანელის“ ანაბარად დავრჩით, მარშრუტში აღნიშნული ობიექტების საკმაო ნაწილი არ გვინახავს: იერიქონში -ზაქეს ხე, გიორგი ქოზიფელის მონასტერი, მკვდარი ზღვა და სხვ „გამოგვრჩა“, ბეთლემში მწყემსთა ველს მდუმარედ ავუარეთ გვერდი. ქებრონში მხოლოდ მაღაზიაში შევედით, სადაც ჯგუფის ხელმძღვანელმა „დაგვმოძღვრა“, რომ „აქ შეძენილს დიდი მადლი აქვს იქ, სადაც მივდივართ“. კიდევ კარგი, რომ ისრაელელმა მეგზურმა ძალიან გაგვიმართლა. ეს თავისი საქმის კარგად მცოდნე, განათლებული რუსი ებრაელი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის მოვალეობას, იერუსალიმში ყველგან ამომწურავი, ზოგი ისეთი ცნობებიც მომცა, რასაც შეიძლება გზამკვლევებშიც ვერ შეხვდე. დიდი პატივისცემა და მადლობა მას ჩემგან თუნდაც იმიტომ ეკუთვნის, რომ რაკი დაინტერესება შემამჩნია, არ დაზარებია თუნდაც ერთისთვის (ჩემთვის, ხანდახან ჩემი ძმის მეგობარი, ჩემთან ერთად წამოსული, გვიერთდებოდა) გაეწია სრული საექსკურსიო მომსახურება. ბიბლიური იობის მოთმინება და საოცარი ფიზიკური გამძლეობა თუ შველოდა, რომ დღისით სავაჭროებში გაფანტული მატრონები მოეგროვებინა თხოვნით, რომ ავტობუსი დროზე წასულიყო და მარშრუტის ობიექტზე დაკეტვამდე მიგვესწრო, ღამით კი ბარში თანხლებოდა ალკოჰოლით გალეშილ გომბიოებს, რაიმე სკანდალური შემთხვევაში რომ არ გარეულიყვნენ (ორივე სიტუაცია, - სავაჭროში და ბარში უმსგავსო ქცევები თვითონვე მაჩვენეს). ახლაც თვალწინ მიდგას მაღაზიებიდან ავტობუსისკენ აუჩქარებლად მომავალი მატრონების კმაყოფილი სახეები, ყასიდად მაინც რომ არ ამბობდნენ საბოდიშო სიტყვას, ავტობუსს და სხვებს რომ ალოდინეს. სხვათაშორის, მათი უმეტესობა ვითომდა სხვათაშორის ახსენებდა ხოლმე თავის საქმიანობას (ექიმი). ვისაც 60-70-იანი წლები ახსოვს, კარგად იცის, როგორი ოჯახებისთვის იყო გამოყოფილი სამედიცინო ინსტიტუტი და იქ შესულ „რჩეულებს“ რა კომიკური (მათი პროფესიონალიზმის დონის გამო) ამბიციები ჰქონდათ. ორმოცი წლის წინ ერთ-ერთი ქალაქკომის მდივანმა (პირველმა ან მეორემ კი არა, ხალხი „მესამე მდივნად“ რომ იცნობდა და ოფიციალურად „მდივანი“ ეწოდებოდა; ასეთებს ძირითადად იდეოლოგია ებარათ და საზღვარგარეთ წამსვლელთა დახასიათებაზე აგებდნენ პასუხს) შემომჩივლა, ცნობილია, რომ საზღვარგარეთ ყველაზე თავხედურად ექიმები და მათ შემდეგ მასწავლებლები იქცევიან, მათ გამო ყოველთვის საყვედურებს ვღებულობო. ეს „მომლოცველები“ არც რელიგიურ ადგილებში გამოირჩეოდნენ დიდი ტაქტიანობით: სინაგოგაში მეფე დავითის კენოტაფთან სასწრაფოდ ჯვრები ამოიღეს, კენოტაფზე გადაფარებულ ქსოვილზე დააწყვეს და ბუტბუტი დაიწყეს (ლოცვას ვერ დავარქმევ, თავიანთი სურვილების ასრულებას ითხოვდნენ). როგორ ფიქრობთ, სხვა რელიგიის სალოცავში (ამ შემთხვევაში - სინაგოგაში), სადაც ისეთი პატივისცემით უნდა შეხვიდე, როგორც მუზეუმში და იქ მოქცევის წესები არ დაარღვიო, ასეთი ქცევა, რბილად რომ ვთქვათ, უტაქტობა ხომ არაა?.. არც რუსულ და ბერძნულ ეკლესიებში იქცეოდნენ დიდი ტაქტით, რამდენჯერმე შენიშვნაც კი დაიმსახურეს. ერთხელ გაგულისებულმა კიდეც ვთქვი: „ბერძნებმა რომ დიდი ქართველთმოყვარეობა გამოიჩინონ და ერთ დროს ქართველების კუთვნილი ადგილები სიმბოლურ ფასად დაგვიბრუნონ ან სულაც გვაჩუქონ, თავისი პრაგმატული აზროვნებით ცნობილი ებრაელები, თქვენი შემხედვარე, ქართველებს აქ საკუთრების უფლებას არც მოგვცემენ“-მეთქი. ყველა ამ უსაქციელობის მიუხედავად შეიძლება გაკვირვებაც კი გამოეწვია იმას, რომ ამის მომსწრე ჩვენი სიმპათიური მეგზური ჩემთან საუბრის დროს დიდი პატივისცემით ლაპარაკობდა საქართველოზე, ქართველი ქრისტიანებისა და ქართველი იუდეველების დამოკიდებულებაზე („Здесь мы евреи из семидесяти стран и никто с таким благоговением и любовью не относится к тому государству, откуда переехали, как грузинские евреи»). საკმაოდ კარგად იცნობდა ქართულ ლიტერატურას. როცა უიარაღოს „მამელუკი“ ვახსენე,სიტყვასიტყვით მოყვა მისი ტრაგიკული ფინალი (რა თქმა უნდა, კარგ რუსულ თარგმანში). პატივისცემა იგრძნობოდა სასტუმროს პერსონალისგანაც, აღდგომა დღეს შეფერილი კვერცხებიც კი დაგვახვედრეს, თანაც მოგვიბოდიშეს, აქ ენდრო არ იშოვება და კარგად ვერ შევღებეთო. წამოსვლისას ბენ-გურიონის აეროპორტში კიდევ ერთი უხერხული სიტუაციის მომსწრე გავხდი: გასასვლელში, სადაც უკვე გამცილებლები აღარ გადიან და ჩვენი მხლებელი გვემშვიდობებოდა, ერთ გოგოსთან ერთად მოვხვდი (მისი ვინაობა არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი). mademoiselle-მა კისრიდან კაშნე მოიხსნა და ჩვენს გამცილებელს საჩუქრად შესთავაზა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და დაჟინებულ შეთავაზებაზე იძულებული გახდა ეთქვა, «жена...». ეს უტაქტო გოგო ძლივს მიხვდა, რომ ცოლიანი მამაკაცისთვის სხვისგან ასეთი ინტიმური საჩუქარი (საკუთარი ნახმარი კაშნე) ცოტა უხერხული იყო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ აზრად მომივიდა, რომ ამ უხერხული შემთხვევის გასანეიტრალებლად შემდეგ წასვლაზე ჯგუფის ხელმძღვანელის ხელით მთელი ჯგუფის სახელით რაიმე სიმბოლური საჩუქარი გამეგზავნა ჩვენი მეგზურისთვის. ჩემი ბიბლიოთეკიდან ავიღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 75 და აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი, 2010 წ. გამოცემული „ქართული ქრისტიანული ხელოვნება“ და 1994 წ. „მერანის“ მიერ გამოცემული „თბილისი“ (ორივე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაახლოებით თაბახის ზომის ალბომების სახითაა გამოცემული), ზედ დავურთე პატარა ბარათი მადლობის სიტყვებით (ხელის მოუწერლად, რომ მთელი ჯგუფის სახელით ყოფილიყო გადაცემული) და ჟურნალ «Новый мир»-ის 1991 წლის ერთ-ერთი ნომრიდან ქსეროქსზე ამობეჭდილი რამდენიმე ფურცელი ქართველი ებრაელების შესახებ (Владимир Лобас, «ЖЁЛТЫЕ КОРОЛИ записки нью-йоркского таксиста»). ეს ყველაფერი შესაბამის პაკეტში მოვათავსე და 2012 წლის აღდგომის დღეებში ჯგუფის ხელმძღვანელს გავატანე გადასაცემად. კარგა ხნის შემდეგ დავურეკე და ვკითხე, გადასცა თუ არა. მიპასუხა, რომ თბილისის აეროპორტიდან პაკეტი არ გაატანეს და შეხვედრაზე შემითახმდა. როგორც მითხრა, პაკეტი კაბინაში შესატან ხელჩანთაში ჰქონდა, ბარგში რომ ჰქონოდა, არ შეუმოწმებდნენ, მაგრამ ხელჩანთა შეუმოწმეს, პაკეტი გახსნეს და არ გაატანეს... და რას არ გაიგონებს კაცი!! „ასე მითხრეს, ვინ იცის, ამით ერთმანეთს რას ატყობინებენო“. რა „სახელმწიფო საიდუმლო“ უნდა შემეტყობინებინა სრულიად ლეგალურად დაბეჭდილი და საჯაროდ გაყიდული ალბომებითა და ჟურნალით!? აქ დაახლოებით იმის მსგავსი სიტუაციაა, რომელიც კარგად აქვს აღწერილი ა. სოლჟენიცინს: «...американские радиожурналы, со схемами и теоретическими статьями о клиппировании, продавашиеся в Нью-Йорке на лотках, здесь были пронумерованы, прошнурованы, засекречены и опечатывались от американских же шпионов в несгораемых шкафах» (А. Солженицын, «В круге первом», кн. 1, гл. 12). იქნებ ჩემგან სტანდარტული სამადლობელი სიტყვებით დაწერილი ბარათი საჭიროებდა გაშიფვრას?! აქაც სოლჟენიცინს დავესესხები: «...письмо, какой бы Марье Ивановне оно ни было адресовано, неизбежно будет направлено в американский шпионский центр...» (А. Солженицын, «В круге первом», кн. 1, гл. 7). კიდევ: «В инструктаж входили: ...разъяснение о закоренелости государственных преступников... об их единственном упрямом замысле использовать нынешнее свидание для передачи доступных им государственных тайн через своих жён - непосредственно в Соединённые Штаты Америки. (Сами надзиратели даже приблизительно не ведали, что разрабатывается в стенах лабораторий, и в них легко вселялся священный ужас, что клочок бумажки, переданный отсюда, может погубить всю страну.)» (А. Солженицын, «В круге первом», кн. 1, гл. 29) ზოგიერთმა ჩემმა ნაცნობმა ირონიულად მითხრა, რომ ალბათ საბჭოთა КГБ-ს ამ უბადრუკმა сексот-მა (ესეც ექიმი, პედიატრი გახლავთ) თვითონ „გამოიჩინა სათანადო სიფხიზლე“ დ აეროპორტში საერთოდ არც წაუღია პაკეტი. ქართველებო, როდემდე უნდა ვიცხოვროთ საბჭოთა КГБ-ს მიერ დაწესებული დაუწერელი კანონებით, რომელიც მხოლოდ მათი „აგენტების“ თუ „ინფორმატორების“ პრივილეგიებს ემსახურება და არა სახელმწიფოს (პირველ რიგში მისი მოქალაქის) უშიშროებას? უკვე ისე განათლებულები გავხდით, რომ ყველამ კარგად ვიცით, უშიშროებისა და კონტრდაზვერვის სამსახური სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პირობაა, მაგრამ ასეთი კარიკატურული სახით სწორედ თვითონ ხდება ერთ-ერთი სერიოზული სახელმწიფოებრივი საშიშროება და ისე წამლავს გარშემო ყველაფერს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, ქართველები, რომლებიც სამი ათასწლეულის განმავლობაში მხოლოდ ძალით თუ გაჰყავდათ საკუთარი ქვეყნიდან, ახლა უკანმოუხედავად გარბიან! თუ ჰაიფაში მცხოვრები რომელიმე ქართველი იცნობს რუსს (ებრაელებს, იუდეველებს ვგულისხმობ), რომელიც 2010-12 წლებში საქართველოს საპატრიარქოს ჯგუფებს ახლდა ისრაელში, ვთხოვ, ჩემი დიდი მადლობა და პატივისცემის გრძნობა გადასცეს, რაკი ამ სიმბოლური საჩუქრის გადაცემა ვერ მოხერხდა. სინას მთის „დალაშქვრის“ დიდი სურვილით გადავწყვიტე, ერთხელ კიდევ მიმემართა საქართველოს საპატრიარქოს ტურისტის დეპარტამენტისთვის, რადგან სინას მთაზე ასასვლელი გზა საქართველოში სხვაგან ვერსად ვიპოვე. ერთხელ ვითომ იყო წასვლის შანსი (როგორც ამბობდნენ, შობის დღეების ტურში სინას ნახევარკუნძულიც შედიოდა). მალე გაირკვა, რომ ეს ობიექტი ტურიდან ამოიღეს, მე მაშინვე ვითხოვე სიიდან ამოღება და წინასწარ დატოვებული 100 US$-ის დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ 80$ დამიბრუნეს, 20$ ვითომ ისრაელის საელჩოში გადაიხადეს, თუმცა წასვლაზე ჩემგან უარის თქმის დროს საბუთები საელჩოში ჯერ კიდევ არ იყო გადაცემული. მეგობრებმა ირონიულად მითხრეს - „დაგაწერეს როგორც გოიმს“.
* * * ამის შემდეგ საპატრიარქოს ტურისტის დეპარტამენტი ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. იქ, სადაც იყო (თვითონ საპატრიარქოში), შემთხვევით შეხვედრილი უცნობიც და ჩემი ნაცნობების ნაცნობი საპატრიარქოს თანამშრომლებიც კატეგორიულ უარს ამბობდნენ რაიმე ინფორმაციის ქონაზე: „ჩვენ მაგათზე არაფერი არ ვიცით, ჩვენთან არანაირი კონტაქტი არც ჰქონიათ და არც აქვთ!“ მაღალ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ერთი მეგობრის საშუალებით გავიგე, რომ რელიგიურ ტურიზმს ადგილსამყოფელი და „ხაზეინიც“ შეუცვლია. ძლივს მივაგენი (ინტერნეტში მოცემულ მისამართზე მითითებული იყო ჭავჭავაძის გამზირი, თუმცა მის ამ მონაკვეთს ვაკის პარკის შესასვლელიდან ბოლომდე უკვე რამდენიმე წლის წინ შეუცვალეს სახელი). როცა იქ დახვედრილ ქალს (ვუწოდოთ პირობითად m-e G.) მოვახსენე, რისთვის ვეახელი, კატეგორიული ტონით მომახალა: „ჩვენ მხოლოდ ჩვენი სალხი დაგვყავს!!“ რა მეთქმოდა, გამობრუნება დავაპირე. „მაინც დატოვეთ მონაცემები, თუ საშუალება იქნება, ჩაგსვამთ ჯგუფში“. დავუტოვე მონაცემები და შემდეგ რამდენჯერმე მივაკითე. ყოველთვის ამბობდა, რომ წასვლა ვერ მოხერხდა და მიზეზებს ასახელებდა (ხან სიცივე, ხან სიცხე, ხან თვითონ იყო დაკავებული და ა. შ.). ერთი წლის წინ დავურეკე (იმ მისამართზე აღარ ბრძანდებოდა და ახალი არ ვიცოდი), ტელეფონში აკივლდა, რომ არაკორექტულად ვიქცევი, მას დიდი საქმე აქვს, ისრაელში წამსვლელთა სიას ბეჭდავს და ჩემისთანებისთვის არ სცალია. ჩავთვალე, რომ სინას მთაზე მიმავალი გზა ჩემთვის აქ არ გადის, მაგრამ ჩემდა გასაოცრად 1917 წლის 17 თუ 18 იანვარს m-e G.-მ მოულოდნელად დამირეკა და უკვე რბილი ტონით მაცნობა, რომ 22 იანვარს სინას მთაზე ჯგუფი მიდის და ამ ჯგუფში მიწვევდა. ასე მიწურულ ვადაში ტურის საფასურად გადასახდელი თანხის მხოლოდ ნაწილი მომეძევებოდა, დანარჩენის მოპოვების არანაირი შანსი არ მქონდა. დამეხმარა ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც თანხის მთლიანად გადახდა იკისრა, მხოლოდ პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა (სხვა ქალაქში ცხოვრობს). m-e G. ამის დიდი წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ ბოლო საათებში იძულებული გახდა, დათანხმებულიყო, როგორც აღმოჩნდა, მას სწორედ ეს თანხა ჭირდებოდა და არა მე. ჯგუფის წევრების გაცნობისას მათივე ლაპარაკიდან შევიტყვე, რომ ეს ჯგუფი, დიდი ხანია, რაც იკრიბებოდა და ემზადებოდა წასასვლელად. როგორც ნათლად დავინახე. m-e G-მ უკანასკნელ დღეებში იმიტომ დამირეკა, რომ მისი „მრევლის“ ერთ-ერთ წევრი ქალი სასტუმროს ნომერში მეწყვილის გარეშე დარჩა (მოგეხსენებათ,ინტერნეტში ტურების განაცხადში მითითებულია სასტუმროს 2- ან 3-ადგილიანი ნომრები, თუ ვინმეს მარტო ყოფნა უნდა, ორივე ადგილის ფასი უნდა გადაიხადოს). ამ გულღრძო ქალმა ვერ მოინელა, რომ ფული მას პირდაპირ ხელიდან ხელში არ ჩაუდეს და ამის შემდეგ დასაწყისიდანვე ყველა ხერხით ეცადა, მაქსიმუმ - მარშრუტიდან როგორმე მოვეცილებინე (სასტუმროს ფული უკვე გადახდილი იყო, აღარ ვჭირდებოდი!!), მინიმუმ - „წაემწარებინა“ ჩემთვის იქ ყოფნა (ჩემი ფიცხი ხასიათის მიუხედავად ვერცერთს ვერ მიაღწია). განათლების დაბალი დონის მქონე (ვინც ამ ქალს ეს საქმე ჩააბარეთ და მფარველობთ, ჰქენით სიკეთე და ვებ-გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული საიტები ქართული ენისა და კომპიუტერის კლავიატურაზე მუშაობის მცოდნეს შეამოწმებინეთ, სირცხვილია ამგვარი უწიგნური ტექსტების ასე საჯაროდ გამომზეურება და ქართული ენის შეურაცხყოფა), ყოველგვარ ინტელექტს მოკლებული, აშკარად დაუკმაყოფილებლობის კომპლექსით გაბოროტებულ-გაკაპასებული ამ დედაკაცის პრიმიტიულ პროვოკაციებს გაბრაზების გამოწვევაც არ შეეძლო, მხოლოდ ზიზღის გრძნობას აღძრავდნენ. ერთადერთხელ მაშინ გამოვხატე პროტესტი, როცა ღამით მთაზე ასვლისას ჩემთვის განკუთვნილ პროვოკაციებში ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა გოგო დაიამხანაგა: გვერდით დამიყენა და ეს საცოდავიც, რომელსაც ამ „საქმეში“ წვრთვნიდა, წარამარა „შემთხვევით“ იდაყვს მკრავდა, ერთხელ აქლემსაც მიმაგდო, ეს m-e G.-ს დიდი აღშფოთების საბაბს აძლევდა. კატეგორიულად მოვთხოვე, მოეშორებინა ჩემგან ეს უბადრუკი გოგო, ისიც თვითონ მაშინვე უსიტყვოდ გამეცალა. m-e მისთვის ჩვეული მანერით აკივლდა: „შენ და შენისთანები არ უნდა არსებობდნენ, ვის რაში ჭირდება შენი ცოდნა და განათლება!!!“ მაპატიოს ღმერთმა, არც მე ვტოვებდი უპასუხოდ მის ასეთ გამოხტომებს: „სწორია, თქვენისთანებს არ ჭირდებათ ჩემისთანები და საერთოდ ცოდნა და განათლება!“ - ცოტა ხმაამაღლებული და „იაზვური“ ტონი გამომივიდა. ყოველ დროს (ავტობუსში, სადაც წინა ორი რიგი - რვა ადგილი თავის სამუშაო ადგილად გამოაცხადა და დაჯდომა აკრძალა, ყველგან, სადაც ჯგუფი იყო თავშეყრილი) m-e G. გაუჩერებლად ლაპარაკობდა, მხოლოდ საკუთარ პერსონაზე: პირველ რიგში გვამცნო, რომ უფალი მას განსაკუთრებულად მფარველობს და ამით მისი მოქცევა ყოველთვის სწორი და უზადოა; თბილისში მაღალი წრეების ყველა სფერო მისი მეგობრებითაა დაკომპლექტებული; ძალიან ხშირად გადაურჩენია საპატრიარქოსა და საერთოდ ქვეყნის რეპუტაცია (ყვებოდა რაღაც შემთხვევებს); სანამ მან არ აიღო ხელში გადმოსული ცეცხლის ჩამოტანა, ფალსიფიცირება ხდებოდა, ამის გამო 2012 წელს არჩევნები ისეთი შედეგით ვერ ჩატარდა, როგორც საჭირო იყო; იცის ხუთი ენა და საზღვარგარეთ წამსვლელ ყველა პრესტიჟულ ჯგუფებს ყოველთვის (საბჭოთა პერიოდშიც და ახლაც) ის ახლავს, მსოფლიოს ყველა ქვეყანა და საინტერესო ადგილები რამდენჯერმე აქვს მოვლილი, ets. საერთოდ, ე. წ. საბჭოთა წყობის პერიოდში და განსაკუთრებით ხრუშჩოვის оттепель-იდან დაწყებული დღემდე საზღვარგარეთ სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე სასეირნოდ თუ „საქმიანი“ ვიზიტით წასვლა (загранпоездки) და მითუმეტეს თვეობით და წლობით სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასვლა ერთ-ერთი ის პრივილეგიაა, რასაც, ყველამ კარგად იცის, ჰმ..., ვის ანიჭებენ. მაგალითები ბევრია: „1956 წელს "მადგანას ლურჯა" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმად დაასახელეს. საქართველოდან საფრანგეთში ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი გასამგზავრებლად ემზადებოდა და ბუნებრივია, მათ შორის დუდუხანაც იყო. თუმცა, ბოლოს იქ სხვა ქართველი მსახიობი გაემგზავრა. თან ისეთი, რომელიც აღნიშნულ ფილმში არც კი მონაწილეობდა“ (ციტატა ინტერნეტის Ambebi-ge-დან). ერთხელ ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე (ამ შეხვედრას ჩემი ძმა ესწრებოდა) ცხონებულმა ნოდარ დუმბაძემ მისთვის ჩვეული ირონიით თქვა, რომ საზღვარგარეთ მისი ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებზე ისეთებს აგზავნიან, ვისაც ეს ნაწარმოებები წაკითხულიც არ აქვთ. „თქვენ?“ - უკითხავს ერთს. „- მე არა, ვის ვახსენდები“. საბჭოთა კავშირის გმირმა ციციშვილმა თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე (იქ მე თვითონ გახლდით) მისთვის ჩვეული პირდაპირობით კრიტიკულად მოიხსენია საზღვარგარეთ ქართული ისტორიული ძეგლების გადაღებაზე მომუშავე „კინოშნიკები“ ერთ-ერთი ცნობილი ოპერატორის მიერ ტაო-კლარჯეთში გადაღებების შემდეგ ართვინის ვილაიეთის მმართველისგან ტბეთის მონასტრის აფეთქების გამო. ასეთი „კინოშნიკები“, „მკვლევარები“, საშუალოზე დაბალი დონის მწერლები მათ, ვისაც საკუთარი ხარჯითაც არავინ გვიშვებდა სსრკ-ს გარეთ, „გვაცნობდნენ“ ეგვიპტისა და მექსიკის პირამიდებს, ვატიკანის და სხვა ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ წყაროებს (ამ ცნობებს აშკარად საიდანღაც, ძირითადად რუსული გამოცემებიდან გადმოღებულის სუნი ასდიოდათ) და სხვ. ამას დიდი დამსახურებად ითვლიდნენ და ამ поездк-ებით ისე ყელყელაობდნენ, თითქოს სხვებს, ვისაც სსრკ-დან გასვლა უბრალოდ აკრძალული ჰქონდათ, „ახარბებდნენ“ (როგორციმერეთში იტყვიან) თავის ამ „გულაობას“. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. m-e G. ყველასთვის, ვინც საბჭოთა სინამდვილეში იცხოვრა, დიდი ხნის ნაცნობი ტიპაჟია: წევრი უაღრესად მდაბიური (ყველა გაგებით) ოჯახისა, რომელსაც „დავერბოვკების“ შემდეგ ამბიციები გაუჩნდა და რომლის წარმომადგენლები ერთ დროს „გულანთებული უანგარო“ კომუნისტები იყვნენ და „კომუნისტურ იდეალებს“ ქადაგებდნენ, ბოლო ათწლეულებში კი ასევე „გულანთებული“ მართლმადიდებლები (თუმცა ამ სიტყვისა და მითუმეტეს „ქრისტიანის“ მნიშვნელობა ხეირიანად არც იციან) გახდნენ. უკვე ცოტად თუ ბევრად მოაზროვნე ადამიანს უარყოფითი გრძნობა უჩნდება ასეთების თვალთმაქცობაზე: წარამარა უფლის ხსენება (იუდეურ-ქრისტიანული 10 მცნებიდან მესამეზე წარმოდგენაც არა აქვთ, თუმცა დანარჩენებიც იციან თუ არა, საეჭვოა), თავისი ნების „უფლის ნებად“ უაპელაციოდ გამოცხადება, ხაზგასმულად თავისი ეკლესიურობით, მოძღვრის ყოლითა და მარხვით თავის მოწონება და ეს ყველაფერი შეხამებული აქვთ ცნობილი ორგანოს сексот-ის ლაპარაკის მენტორულ-მბრძანებლურ, ხშირად მუქარის ტონთან („სასტუმროდან გაგასახლებ!“ - ღვარძლიანად დამემუქრა ერთხელ m-e G. ყოველგვარი მიზეზისა და საბაბის გარეშე). ასეთების შემხედვარეს ძალაუნებურად მახსენდება როკუელ კენტის ავტობიოგრაფიული წიგნიდან “It’s me o Lord” („ეს მე ვარ, უფალო“) ირონიულად დასმული რიტორიკული კითხვა: „როგორ იქცევა არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც მართლა არასრულფასოვანია?“ რაც შეეხება m-e G -ს „მრევლს“, ადვილად შეინიშნებოდა, იქ ჩემს გარდა ყველა მართლაც ის ხალხი იყო, რომელიც უცვლელად დაჰყავს ყველა თავის რელიგიურ ტურში: “მე ცეცხლის გადმოსვლაზე ხუთჯერ ვიყავი!!“ “მე ცეცხლის გადმოსვლაზე ოთხჯერ ვიყავი!“ (ახალგაზრდა გოგოები) „ძალიან კარგი პროფესიონალია!“ - თქვა ერთმა, საკმაოდ განათლებულმა მამაკაცმა. „რა კუთხით? გიდისთვის საჭირო, ინსტრუქციებით მიღებული მაგის საყველპურო ცოდნა პროფესიონალიზმია?“ - „ურცხვად“ ვიკითხე მე. „- ისრაელში მაგის ჯგუფიდან ვერავინ ვერ დარჩა’“. „- მაგას სულ არ ჭირდება პროფესიონალიზმი, მთავარია, კარგად შემსრულებელი „კაგებეშნიცა“ იყო და თუ სათანადოდ დროზე შეატყობინებ, ლეგენდარული მოსადი მოკლე ხანში გამოაპანღურებს დარჩენის მსურველს. თანაც, როგორც ისრაელში საკმაოდ მაღალპროფესიულად გადაღებულ ფილმებში მინახავს, იქ ჩასულ ყველა ტურისტს ისრაელისავე უშიშროების თანამშრომელი ახლავს.“- „ჰო. ასეა, მაგრამ...“. - თითქმის დამეთანხმა თანამოსაუბრე. „წელს აეროპორტიდან ასეულობით ქართველი უკან გამოუბრუნებიათ, მათ შორის სასულიერო პირებიც. იქაურმა ქართველებმა გვითხრეს, რომ გასულ წელს ერთ სასულიერო პირთან ერთად 8 ადამიანი იყო და საქართველოში უკან მარტო სასულიერო პირი დაბრუნდაო“ (ციტატა სტატიიდან „33 წლის ქართველი დეკანოზი, რომელმაც აღდგომის ღამეს მაცხოვრის საფლავზე სახარება ქართულად წაიკითხა“. აღებულია ინტერნეტის Ambebi-ge-დან). „საბერძნეთში რატომ არ წამოხვედით?“ - მკითხა ერთ-ერთმა ცეცხლის გადმოსვლაზე მუდმივად მოსიარულე გოგომ. „მარშრუტი არ მომეწონა და არ მიმიმართავს,
|