თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” ”დელტაში” დაუდასტურეს.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
შესაბამის საკითხზე ამ ხნის განმავლობაში შესწავლა მიმდინარეობდა.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...aghadgines.html

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღდგენილია.
”თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის ითხოვდა თანამდებობაზე აღდგენას. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ვალდებულებად, რომ აღადგინოს თანამდებობაზე”, - აცხადებენ სამინისტროში.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...lze-mokhda.html This post has been edited by Free_World on 10 Apr 2017, 15:36