ისტორიული შედეგი - საქართველო ევრო 2018-ის პლეი ოფშია
თბილისის ოლიმპიურ სასახელში ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის დასკვნითი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა კი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
პირველი შეხვედრა ბელარუსსა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ფრედ, 3:3 დასრულდა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს იტალიასთან მატჩში ფრეც ჰყოფნიდა ჯგუფში მეორე ადგილზე გასასვლელად და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი ბრძოლის გასაგრძელებლად.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა და სავსე ტრიბუნების თანხლებით წარიმართა.
პირველი ნახევრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე იტალიელები რომანოს გოლით დაწინაურდნენ. მალევე, ბოავენტურას გოლით იტალიამ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა, თუმცა შესვენებამდე 4 წუთით ადრე, ერკოლესის ავტოგოლის შედმეგ სხვაობა შემცრიდა და პირველი ნახევარი 2:1 დასრულდა იტალიის ნაკრების სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში იტალიელთა მეკარემ კაკაბაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
დარჩენილ წუთებში ანგარიშის შეცვლის შესაძლელბობა ორივე გუნდს ჰქონდა, განსაკუთრებით სახიფათო იტალიელთა შეტევები იყო, თუმცა დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.
იტალიის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილით ეროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხოლო საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ ტურნირზე მოსახვედრად პლეი ოფში ითამაშებს, რომელიც სექტემბერში გაიმართება და 2, გასვლითი და საშინაო შეხვედრისგან შედგება.
https://www.youtube.com/watch?v=0Q1M7a5sBCk
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3