გამოუცხადებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს საკონსტიტუციო კომისიას, წავა თუ არა მმართველი გუნდი დათმობებზე, დღეს გახდება ცნობილი. კომისიის წევრებს სამუშაო ვერსიას დაურიგებენ.
საკოორდინაციო საბჭოში (15 პარტია) შემავალმა პარტიათა ნაწილმა კომისია უკვე დატოვა.
პროტესტის მთავარი მიზეზი საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და შესაბამისი ვადებია. ოპოზიციის შეფასებით, კონსტიტუცია მხოლოდ მმართველ პარტიაზეა მორგებული.
საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ ბოიკოტში ლოგიკას ვერ ხედავს.
სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.
ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომისიის წევრებს უკვე გადაეგზანათ.
პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება, პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.
პროექტის გაცნობის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები ბოიკოტისთვის ემზადებიან. ამ დრომდე, "ქართული ოცნების" გარდა, პარტიებიდან კომისიაში რჩება "ევროპული საქათველო", "თავისუფალი დემოკრატები" და "ლეიბორიტული პარტია".
სამუშაო ვერსიის მუხლებზე და ალტერნატიულ წინადადებებზე კენჭისყრა 22 აპრილს ჩატარდება.
ცვლილებები საყოველთაო სახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
http://imedinews.ge/ge/saqartvelo/10540/sa...oeqti-tsnobiliaმე პირადად ეს ძალიან მესიამოვნა __მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება
დანარჩენი დავის საგანია