1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი; დღევანდელი დღესავით მახსოვს, როგორ ელოდებოდა მთელი მსოფლიო რონალდოს(კიჭას) გაბრწყინებას იმ ჩემპიონატზე. ყველა ამბობდა, აი ეხლა კიჭამ თუ მსოფლიო დადო, პელეზე მაღლა დადგებაო.
შეგახსენებთ, მაშინ კიჭა იყო სულ რაღაც 21 წლის და უკვე იყო მსოფლიოს 2 გზის საუკეთესო ფეხბურთელი. შედარებისთვის ზიდანი იმ დროს იყო 26 წლის და საერთოდ ახლოსაც არავინ აყენებდა მას კიჭასთან, იმდენად მაღლა იდგა კიჭა.
იმ მსოფლიოზე კიჭამ მართლა გაიბრწყინა, ფინალშიც გაიყვანა გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა(ზიდანი სამეულშიც ვერ მოხვდა იმ ჩემპიონტზე საუკეთესოთა შორის), ფინალში თამაშის წინ მოიწამლა და წააგო ბრაზილიამ ფინალი.
მერე კიჭას დაეწყო ტრამვების მთელი სერია და მოკლედ იცით როგორც განვითარდა მისი კარიერა.
ვინ წარმოიდგენდა საბოლოოდ საფეხბურთო სამყარო ზიდანს კიჭაზე მაღლა რო დააყენებდა. ეს იყო ჩემთვის შოკი და უდიდესი უსამართლობის განცდა.
დაახლოებით იგივე მოხდება ეხლაც.

ეს წაგებული ფინალი საბოლოოდ გატეხავს მესის, პორტუგალია 90% უკვე ჩემპიონია ჩათვალეთ და საბოლოოდ მორიგი ისტორიული უსამართობა დაფიქსირდება, კრისტიანოს მესიზე მაღლა დააყენებენ. იქ სადაც ზიდანი დააყენეს კიჭაზე მაღლა, არაფერი გასაკვირი არ იქნება რომ კრისტიანო დააყენონ საბოლოოდ მესიზე მაღლა.
RIP ლეო;

mind-auger -გილოცავ ძმაო
“And so, my fellow GEORGIANS: ask not what your country can do for you—ask what you can do for your country.”
Аджария и Самцхе-Джавахети – это путь армянского государства к Черному мору, выход к которому может решить главнейший вопрос блокады государственности и нации в целом.
Эдуард Абрамян