#50361600 · 13 Apr 2017, 21:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1992 წელს შეიქმნა საქ. კონსტიტუციის ე.წ. „ჩიკაგოს“ ვარიანტი. „ლამარა..“ დაიძახა ედუარდ ამვროსიევიჩმა და ჯერ კიდევ არ მიღებული კონსტიტუცია სასწრაფოდ გადაკეთდა ამვროსიევიჩის გემოზედ ანუ „ქართული რეალოაბის და სპეციფიკისთვის მოსარგებად“...
ამის შემდეგ ყოველი „ლამარას“ დაძახებისას საქართველოს პარლამენტი მზად იყო აესრულებინა „მიშა/გრიშას“ სურვილები. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში კონტიტუცია და აქედან გამომდინარე ქვეყანაც ფრანკენშტაინად იქცა... ანუ ცოცხალი არ უნდა იყოს მაგრამ მაინც ცოცხალია და „ხტოკამს“.
დღეს შეინიშნება ერთი მხრივ უამრავი არასამთვრობო, „ოპოზიციის“, პოლიტპარტიის, უბნის კოლორიტის სურვილი ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიაში და მეორე მხრივ აბსოლიტური უუნარობა ე.წ. პოლიტიკოს და იურისტების(თუმცა ამათგან არც მიკვირს), პოლიტორგანიზაციების, „ოპოზიციის“, უბნის კოლორიტების და ა.შ. მხრიდან დადონ კონსტიტუციის თუნდაც ერთი თავი, რომელიც ერთ საკითხს ეხება.
ადრე თუ ერთი ადამიანი ცდილობდა მოერგო კონსტიტუცია ახლა ცოტა სხვაგვარად ჩანს (ჩემის ჰაზრით რასაკვირველჲა). კერძოდ, არის ადამიანთა ჯგუფი რომელიც ცდილობს მუდმივად აკონტროლებდეს ქვეყნის მართვის სადავეებს. ყველა „გამპრავებელი“ ერთი დაზეპირებული ტექსტით საუბრობს --- „სტაბილურობა“. ამ „გაპრავებას“, ეს რომ შეეფერება
100% ამას „გამპრავებლებიც“ კარგად გრძნობენ. საუბარია პრინციპზე: „პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს ყველა გაუნაწილებელი მანდატი“. ამ წესით სახელისუფლებო პარტიას გარანტირებული აქვს მინიმუმ 6-8% . მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ასევე, რომ იკრძალება წინასაარჩევნო ბლოკები(რაც პრინციპში ჩემთვის მისაღებია) ეს 6-8% დიდი ალაბთობით გაიზრდება 12-15% მდე. ანუ პარლამენტში გავა ერთი ანუ „გრიშას“ პარტია მეორე პარტიაც შეიძლება შევიდეს „ლეღვის ფოთლად“ ვინაიდან დანარჩენი გაუნაწილებელ მანდატებს წაიღებს „გრიშა“.
დანარჩენი შემდეგ....
პ.ს. 6-8 და 12-15% იგულისხმება ბონუსები ანუ გარდა იმისა რასაც მიიღებენ....
This post has been edited by შაქროII on 13 Apr 2017, 21:22
--------------------
იმასექნებაო ისა კარგისა ასეთი ყოფილა ბედი ქართლისა ... ნაცია თუ ქოცია, არ ჯობია ოციანს პატივისცემ(ატყეპ)ით შაქრო პაპა
|