ნიკოლოზა, ბენი და ზურატი რომ გაიჩითნენ მოდერებად, ოთხივე შეიცვალა...
(სამი ნიკი კი ვთქვი მაგრამ.. კი.. ოთხივე შეიცვალა..)
რაღაცნაირად განუდგნენ თავისივე წარსულს.. თავისივე უსათაუროელურ ღირებულებებს.. პრინციპებს..
ამ მეტად მნიშვნელოვანი თანამდებობიდან წამოსვლის/მოხსნის შემდეგაც ისინი აღარ ბრუნდებიან..
ისინი ისევ შეცვლილები რჩებიან..
ტიმმა არ ქნას და იქნებ მოდერის სტატუსში ვირუსია რომელიც ყველა მოდერს სამუდამოდ ცვლის?
მას შემდეგ რაც ისინი დაინახავენ თავიანთ პროფილში Group: Moderators, ეგრევე ავადდებიან და სამუდამოდ იცვლებიან?
შემდეგ დრადადასაც იგივე დაემართა..
იქნებ უსათაუროს ძირს უთხრიან?
სხვანაირად რომ ვერაფერი დააკლეს ასეთი სტრატეგია აირჩიეს მასონებმა'იქნებ?
უხეირო, ჩვენო კლავიატურ'ამოღებულო თვალსაჩინო წევრო'ვ, ნუთუ მუხთალმა განგებამ შენც იგივე ბედი გარგუნა?
არ მინდა ამის დაჯერება..
არა
არა
არა
მაგრამ..
ვინ იქნება შემდეგი?
იქნებ შენ?
ხო, ხო.. შენ...
ნუთუ ეს დასასრულის დასაწყისია?
ნუთუ ყველანი გავმოდერდებით?
ტიმ გადმოგვხედე..
ან იქნებ თვითონ ტიმი აკეთებს ამას?
რაც თვითონ შექმნა ისევ თვითონვე ანადგურებს..
იქნებ არ ამაყობს ჩვენით?
იქნებ იმედები გავუცრუეთ?
იქნებ სუუულ სხვა რამეს ელოდა ჩვენგან?
მაგრამ იცით რა?
ტიმი რომ არსებობდეს ის ამას ნამდვილად არ დაუშვებდა...