რელიგია კერძო საქმედ უნდა გამოცხადდეს – ჩვეულებრივ ამ სიტყვებით გამოხატავენ ხოლმე სოციალისტების დამოკიდებულებას რელიგიისადმი. მაგრამ ამ სიტყვების მნიშვნელობა ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რათა მათ არავითარი გაუგებრობა არ გამოიწვიონ. ჩვენ მოვითხოვთ რელიგია კერძო საქმედ იყოს მიჩნეული სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია რელიგია კერძო საქმედ მივიჩნიოთ ჩვენი საკუთარი პარტიის მიმართ.
სახელმწიფოს არავითარი საქმე არ უნდა ჰქონდეს რელიგიასთან, რელიგიური საზოგადოებანი არ უნდა იყვნენ დაკავშირებული სახელმწიფო ხელისუფლებასთან. ყველა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს იწამოს რომელი რელიგიაც უნდა ან არავითარი რელიგია არ იწამოს, ე. ი. იყოს ათეისტი, როგორიც ჩვეულებრივ არის ხოლმე ყოველი სოციალისტი.
სრულიად დაუშვებელია მოქალაქეთა რაიმე უფლებრივი განსხვავება მათი სხვადასხვა რელიგიური რწმენის გამო. ოფიციალურ დოკუმენტებში ყოველგვარი ხსენებაც კი მოქალაქეთა ამა თუ იმ სარწმუნოების აღიარების შესახებ აუცილებლად უნდა მოისპოს. არავითარი სახელმწიფო თანხა არ უნდა ეძლეოდეს ეკლესიას, არავითარი სახელმწიფო თანხა არ უნდა ეძლეოდეს საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებებს, რომელნიც უნდა გახდნენ თავისუფალ, ხელისუფლებისაგან სავსებით დამოკიდებელ მოქალაქე-თანამოაზრეთა კავშირებად.
მხოლოდ ამ მოთხოვნათა ბოლომდე განხორციელებით შეიძლება ბოლო მოეღოს იმ სამარცხვინო და წყეულ წარსულს, როდესაც ეკლესია სახელმწიფოს ყმა იყო, ხოლო რუსეთის მოქალაქენი სახელმწიფო ეკლესიის ყმები იყვნენ, როდესაც არსებობდა და მოქმედებდა შუასაუკუნებრივი, ინკვიზიტორული კანონები (ეს კანონები აქამდე დარჩენილია ჩვენს სისხლის სამართლის დებულებებსა და წესდებებში), რომლებიც სდევნიდნენ რწმენისა და ურწმუნოებისათვის, ძალას ატანდნენ ადამიანის სინდისს, სახაზინო სამსახურს და სახაზინო შემოსავალს უკავშირებდნენ, ამა თ იმ სახელმწიფოებრივ-საეკლესიო ბანგის ჩამორიგებას.
სახელმწიფოსაგან ეკლესიის სავსებით გამოყოფა – აი ის მოთხოვნა, რომელსაც სოციალისტური პროელტარიატი თანამედროვე სახელმწიფოსა და თანამედროვე ეკლესიას უდგენს.
ჰმ, თურმე ეს კაცი ჯერ კიდევ როდის ამბობდა ამას...