NASA to Reveal New Discoveries in News Conference on Oceans Beyond Earth
NASA will discuss new results about ocean worlds in our solar system from the agency’s Cassini spacecraft and the Hubble Space Telescope during a news briefing 2 p.m. EDT on Thursday, April 13. The event, to be held at the James Webb Auditorium at NASA Headquarters in Washington, will include remote participation from experts across the country.
The briefing will be broadcast live on NASA Television and the agency's website.
These new discoveries will help inform future ocean world exploration -- including NASA’s upcoming Europa Clipper mission planned for launch in the 2020s -- and the broader search for life beyond Earth.
The news briefing participants will be:
Thomas Zurbuchen, associate administrator, Science Mission Directorate at NASA Headquarters in Washington
Jim Green, director, Planetary Science Division at NASA Headquarters
Mary Voytek, astrobiology senior scientist at NASA Headquarters
Linda Spilker, Cassini project scientist at NASA’s Jet Propulsion Laboratory in Pasadena, California
Hunter Waite, Cassini Ion and Neutral Mass Spectrometer team lead at the Southwest Research Institute (SwRI) in San Antonio
Chris Glein, Cassini INMS team associate at SwRI
William Sparks, astronomer with the Space Telescope Science Institute in Baltimore
A question-and-answer session will take place during the event with reporters on site and by phone. Members of the public also can ask questions during the briefing using #AskNASA.
To participate by phone, reporters must contact Dwayne Brown at 202-358-1726 or dwayne.c.brown@nasa.gov and provide their media affiliation no later than noon April 13.
nasa-to-reveal-new-discoveries-in-news-conference-on-oceans-beyond-earth
მოკლედ იქით ტრამპი არტყამს დედას ბუშტს, აქეთ ნასა უცხოპლანეტურ პლაჟებს ჯავშნის. საინტერესო დროა ნამდვილად.
პირველი არხის ვერსია:
მოემზადეთ - NASA არამიწიერი სიცოცხლის ძიების შესახებ ხუთშაბათს პრესკონფერენციას გამართავს
NASA ფორმაშია. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მორიგ ფარულ განცხადებას აკეთებს ხუთშაბათს ჩანიშნული პრესკონფერენციის შესახებ, რომელზეც საზოგადოებას მზის სისტემის წყლიანი სამყაროებში ახალი აღმოჩენების შესახებ უნდა ამცნოს.
პრეს-რელიზში ბევრი მინიშნება არაა, მაგრამ როგორც ნათქვამია, შევიტყობთ ოკეანეების მქონე სამყაროების სამომავლო კვლევების, მათ შორის NASA მისია Europa Clipper-ის შესახებ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, რომელიც 2020-იან წლებში უნდა დაიწყოს და უფრო აქტიურად ეძებოს სიცოცხლე დედამიწის მიღმა.
აღმოჩენები ემყარება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და კასინის მისიის მიერ შეგროვილი მონაცემებს; კასინი სატურნსა და მის თანამგზავრებს ბოლო 13 წელია იკვლევს. NASA-ს ამ ხომალდის განადგურება სექტემბერში აქვს დაგეგმილი.
განცხადება 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით 14:00 საათზე გაკეთდება და NASA-ს საიტზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ამ მწირი დეტალების გარდა, ყველა სხვა ცნობას კოსმოსური სააგენტო საიდუმლოდ იტოვებს.
სანამ ძალიან აღელდებოდეთ, გეტყვით, რომ პრეს-რელიზის ფორმულირებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ განცხადება ეხებოდეს მზის სისტემის ოკეანურ სამყაროებში რაიმე სახის სიცოცხლის პირდაპირ აღმოჩენას.
სანაცვლოდ, ისე ჩანს, რომ მკვლევრებმა სავარაუდოდ რაღაც ისეთი იპოვეს, რომელმაც შესაძლოა სრულებით შეცვალოს სამომავლოდ სიცოცხლის ძიების ადგილი და მეთოდი.
თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ განცხადებაში გამოკვეთილადაა ნახსენები ევროპა — იუპიტერის 63 მთვარეთაგან ერთ-ერთი და საუკეთესო ადგილი მზის სისტემაში, რომელზეც შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლე ყვაოდეს.
ვინც ევროპას შესახებ არაფერი იცის, გეტყვით, რომ იუპიტერის ეს მთვარე ჩვენს მთვარეზე ოდნავ პატარაა და მისი დიამეტრი 3 120 კილომეტრს შეადგენს.
ევროპას განსაკუთრებით საყურადღებოს ხდის ის ფაქტი, რომ მკვლევართა აზრი, მისი სქელი, ყინულოვანი საფარის ქვეშ თხევადი წყლის უზარმაზარი ოკეანეა, 10-ჯერ უფრო ღრმა, ვიდრე დედამიწის ოკეანეები.
როგორც ტელსკოპთა მონაცემებიდან ირკვევა, ევროპას სავარაუდოდ დედამიწაზე 2-3-ჯერ მეტი თხევადი წყლის მარაგი აქვს, რაც მას არამიწიერი სიცოცხლის ძიების ერთ-ერთ უპირველეს ადგილად აქცევს.
ეს მთვარე მზიდან 485 მლნ კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და ძალიან ყინულოვანია. თუმცა იმის გამო, რომ ოკეანე მუდმივ კონტაქტშია ევროპას კლდოვან მანტიასთან, მკვლევრებს სჯერათ, რომ გეოთერმული აქტივობების შედეგად წყალი იქ თბილია და პოტენციურად შეიცავ მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის არსებობისათვის საჭირო ყველა ძირითად ინგრედიენტს.
ყველა ამ ცნობის შემდეგ, ბუნებრივია სამეცნიერო საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია 2015 წელს NASA-სგანცხადებამ, რომლის მიხედვითაც, დაგეგმილია მისიის გაგზავნა სატურნის თანამგზავრ ტიტანზე — სიცოცხლის არსებობის კიდევ ერთ კანდიდატზე. იმედია, ხუთშაბათის განცხადების შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა თუ კონკრეტულად სად დაიწყება სიცოცხლის ძიება.
პრესკონფერენცია 13 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოცემულ ბმულზე, NASA TV-ის პირდაპირ ეთერში.
NASA-ს პრესკონფერენციას საზოგადოებრივი აქტიურად მიადევნებს თვალს და რა თქმა უნდა, ყოველ ახალ ინფორმაციას მკითხველს ოპერატიულად შესთავაზებს.
http://1tv.ge/ge/news/view/156676.html