ოკუპანტებმა მავთულხლართებს მიღმა სასაფლაოზე გადასული 3 პირი გაიტაცეს
2017-04-17 16:30:00
ოკუპანტებმა მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე საქართველოს 3 მოქალაქე ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ გათავისუფლებაზე მუშაობს. უწყებამ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა.
"კერძოდ, სოფელ არცევის მაცხოვრებლებზე არის საუბარი, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზუსტად ეს გახლავთ ოკუპაციის ის მახინჯი სახე, რომელიც ადამიანების ინტერესებს არად აგდებს. რა თქმა უნდა, ამ მომენტში ჩვენ ჩართული გვაქვს ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები რაც შეიძლება, სწრაფად იქნენ გათავისუფლებული", - ამბობს შერიგების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
http://www.newposts.ge/wap.php?ID=138125