თელავში ყოფილ დეპუტატს ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა საკუთარ სახლთან რვა ტყვია ესროლა.
ვასილ დავითაშვილი პარლამენტის ყოფილი წევრი და თელავის ყოფილი მერია. ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ti-datcres.htmlყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით წარმოებს, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითალისწინებს.
თელავში ყოფილ დეპუტატ ვასილ დავითაშვილს ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა საკუთარ სახლთან რვა ტყვია ესროლა. დავითაშვილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ყოფილ დეპუტატს, ვასილ დავითაშვილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილის მეზობელმა ეკატერინე სახიაშვილმა განუცხადეს.
მისი ინფორმაციით, ვასილ დავითაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მას ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშია არც ერთი არაა.
"სროლის ხმა გავიგე. რომ გამოვედი, აღარავინ ჩანდა. ვასო იწვა სისხლიანი საკუთარი სახლის კარებში. მეზობლები მოცვივდნენ და საავადმყოფოში წაიყვანეს. ვიცით, რომ გადარჩა. ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი და აქედან ოთხი უკვე ამოღებულია", - განაცხადა ეკატერინე სახიაშვილმა.
ვასილ დავითაშვილი თელავის რაინულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიან.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/42...ikhseneben.htmlhttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%...%83%9A%E1%83%98ვასილ დავითაშვილი
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1958
დაბ. ადგილი თელავი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქმიანობა პარლამენტის წევრი
ადამიანის სიცოცლეს ჩალის ფასი დაედო ისეთი ანარქიაა
განა ისეთი რა დაუშავა რომ ასე გაიმეტეს?