სალამი ყველას!
ვყიდი ჩემს პიპიას, იდეალურ მდგომარეობაშია და საერთოდ არც მინდოდა გაყიდვა, მაგრამ Land Cruiser 100 გაიჩითა მაგარ ფასად საძმაკაცოში იყიდება და მაგას ვყიდულობ და თანხა მჭირდება სასწრაფოდ.
Warning! დიდი პოსტი იქნება
მანქანა არის იდეალურ მდგომარეობაში, ხელის დადება საერთოდ არ ჭირდება არაფერზე. ხადავოი, ძრავი, კარობკა, რაზდატკა, ხიდები - ყველაფერი ახალივით არის.
ზეთები გამოცვლილი აქვს რაზდატკაში, კარობკაში, ძრავში. სულ ახალი სვეჩები და სვეჩების პრავოდკა უყენია, ორივე Motorcraft-ის ფირმისაა, ანუ ორიგინალი ფორდის.
იდეალური საბურავები უყენია, არის 4-ვე სეზონის.
მანქანას აქვს ყველანაირი ნავაროტკა ლუქის გარდა. აქვს 3-ზონიანი კლიმატ კონტროლი (2 წინ და 1 უკან, მათ შორის კონდიციონერი+ფეჩი უყენია 2 ცალი, წინ და უკან ცალ-ცალკე). აქვს უკანა ხედვის კამერა, DVD-ფლეშკა-ბლუტუზ მაგნიტოფონი, უკრავს ყველაფერს + 4 საკაიფო სონის დინამიკი კარებში + კარხნული საბი თავისივე უსელიწელით. ძალიან საკაიფო ხმა აქვს.
ხადავოის ხელის დადება არ უნდა, ახალი გაკეტებულია ყველაფერი. უყენია რკინის დამცავი, რაც მაგრად გამოგადგებათ უგზობაზე და ასევე აქვს უკანა ხიდის ბლოკირება.
4X4 ღილაკზეა, თვითონ რთავს წინა თვლებს როცა მანქანა სრიალს იწყებს.
სალონი არის ნაჭრის, სუფთა და იდეალურია, უყენია მე-3 რიგი და ჯამში 7-8 კაცი ჯდება თავისუფლად.
ძრავი 4.0-ია, ჯანიანი და მოვლილი. ზეთი იცვლება ყოველ 7000-ზე და ვასხავ Rheinol 5w30-ს რომელსაც აქვს ფორდის რეკომენდაცია. 1 ლიტრა 23 ლარი ღირს. 1000 კმ წინ შეიცვალა ზეთი. გრამ ზეთს არ ჭამს მანქანა.
გარბენი არის 126 000 კმ, იაპონურია მანქანა, რაც ჩამოვიდა ჩემ ხელშია და დაახლოებით 25 000 გაიარა საქართველოში. უგზობაზე გავედი 2-3 ჯერ მაქს.
ასევე უყენია გაზი, მე-4 თაობა, AEB 16 კუბიანი ბალონით. ყველანაირი ფილტრები და ტრუბკები ერთი კვირის წინ შევცვალე.
ბენზინს წვავს 16-20 ლიტრას ქალაქში, ტრასაზე 12-15. ეს ნორმალური სიარულით. გაზით 25-28 ლარით გადის 130-150 კმ ქალაქში, ტრასაზე ისევ და ისევ გააჩნია როგორ ივლით, 160-200 კმ შესაძლებელია. ბენზინს მართო პრემიუმს ვასხავ და გაზს ვისოლს ან ნეოგაზს.
მართო იყიდება, შესაძლებელია როგორც გაზით, ასევე გაზის გარეშე გაყიდვა.
გაზით 3400$ იქნება ფასი
გაზის გარეშე 3199$
აბა კარგი პიპია ნაჩუქარ ფასად!