“თბილსერის ჯგუფის” ცნობით, დღეს, 20 აპრილს, უკვე დააჯარიმეს პირველი მოქალაქე ქუჩის დანაგვიანებისთვის და მას გამოუწერეს 80 ლარიანი ჯარიმა.
80 ლარიანი ჯარიმა განკუთვნილია იმათთვის ვინც თბილისის ქუჩებს 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაანაგვიანებს.
“დღეიდან დაიწყო “თბილსერვის ჯგუფმა” ჯარიმების დაწერა სამართალდარღვევებზე. პირველი ორი კვირა იყო გამაფრთხილებელი ხასიათის. სამი აპრილიდან დაიწყო სამსახურმა ფუნქციონირება, ხოლო უკვე დღეიდან იმ პირებზე ვიცნ არ დაემორჩილება ჩვენს მოთხოვნას ამოქმედდება შესაბამისი სანქციები. პირველი მოქალაქე უკვე დაჯარიებული არის, ეს არის 80 ლარის ჯარიმა გამოწერილი”, – განაცხადა “თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ.
დღეიდან, 20 აპრილიდან “თბილსერვის ჯგუფის” მონიტორებმა ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმება დაიწყეს. ქუჩების დანაგვიანებისთვის განკუთვნილია ჯარიმები 80-დან 1000 ლარამდე:
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით
იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით
იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.
http://netgazeti.ge/news/188551/ძალიან კარგი