ინდიელთა ცხოვრების ხედვა

1.სიმართლის თქმას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება
2. რა არის სიცოცხლე? ეს არის ციცინათელას სინათლე ღამით, ბიზონის ამოსუნთქვა ზამთრის მოახლოებისას, ბალახის ჩრდილის განლევა მზის ჩასვლისას
3. გიყვარდეს მიწა. ის არ გერგო შენ მემკვიდრეობით, ის შვილებმა გათხოვეს
4. როდესაც ბოლო ხეს მოჭრიან, როდესაც ბოლო მდინარეს მოწამლავენ და უკანასკნელ ფრინველსაც დაიჭერენ – მაშინ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა
5. ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს
6. დიადი სული სრულყოფილი არ არის. მას ნათელი მხარეც აქვს და ბნელიც. ზოგჯერ ბნელი მხარე უფრო მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე ნათელი
7. დუმილიც კი შეიძლება იყოს ლოცვის ნაწილი
8. ჩვენი პატიოსნების გამო ვართ ღარიბები
9. თითოეულ საგანში დევს ცოდნა.
10. ჩვენ არ გვინდა ეკლესიები, რადგან ისინი ღმერთზე კამათს დაგვაწყებინებენ
11. რატომ იღებთ ძალით იმას, რისი მიღებაც სიყვარულით არ შეგიძლიათ?
12. როდესაც ლეგენდა კვდება და ოცნება ქრება, სამყაროში არ რჩება არაფერი დიდებული
13. ერთი “აიღე” ჯობია ორ “მოგცემ”–ს

14. ჩემს უკან ნუ ივლი – იქნებ არ მიგიყვანო, ჩემს წინ ნუ ივლი – იქნებ არ გამოგყვე. ჩემს გვერდით იარე, და ერთი მთლიანი ვიქნებით
15. სიმართლე ის არის, რისიც ადამიანს ჯერა(ვს)
16. დაე, ჩემი მტერი იყოს ძლიერი და ჭკვიანი. მაშინ მე არ შემრცხვება, როცა დავამარცხებ

17. როდესაც დაიბადე, შენ ტიროდი და ყველა იცინოდა. იცხოვრე ისე, რომ როდესაც მოკვდები, ყველა ტიროდეს, შენ კი იცინოდე.