ბიჭებო, მაქვს 1156-ზე P7H55-M LX, საცოდავი i3 550-ით,
ამ ეტაპზე ვერ ვიყიდი ახალი თაობის კომბოს, ასე რომ ვრჩები ამ მოძველებულ 1156-ზე და იქნებ რჩევები მომცეთ.
მე რაც მოვიძიე და წავიკითხე, ვნახე რომ ბიუჯეტური აფგრეიდის პონტში კაი იქნება ზიონები, მაგალითად ეს
იყიდება მამალი ზიონი 1156 სოკეტზეGogla1990თუ ვცდები მითხარით.
ახლა რა მაინტერესებს, ამ პროცესორზე თავისთავად საცოდაობა იქნება წლებისწინანდელი სთოქქულერი, რომელსაც ისედაც სახე აქვს ახეული.
ამას ემატება ის რომ მაქვს არც თუ ისე სახარბიელო კვება (12v-ზე 16 ამპერით).
ხოდა სიტყვაზე ეს ახალი ზიონი და პლიუს ახალი ქულერი კვების მოხმარების მხრივ რამე ცვილებებს შეიტანს თუ ჯერჯერობით მეყოფა ეს კვება?
მაქვს HD7770 და 8გბ ოპერატიული.
ხოდა ერთი სიტყვით ვფიქრობ, რომ ჯერ პროცესორი შევცვალო (X3440-X3450-ით), დავუყენო მთლად კაი თუ არა ოდნავ ნორმალური გაგრილება მაინც,
და მერე უკვე ვიდეოს შეცვლა-გაცვლაზეც დავფიქრდები.
მემგონი ნორმალურად ვფიქრობ ხო?

რჩევა მომეცით.
This post has been edited by KickOff on 20 Apr 2017, 23:17