იდიოტის ტვინის ახალთახალი შემოქმედება.
მე არც მოყვასის სიძულვილით ვარ შეპყრობილი და არც არცოდნა მიმაჩნია ნაკლად ან სასირცხვილოდ.
ნაკლად და სასირცხვილოდ მიმაჩნია არა არცოდნა, არამედ - არცოდნის სურვილი, მშობლიური ენის ფეხებზე ან სხვა რამეზე დაკიდება და უპასუხისმგებლობა, რომელიც უზნეობის მშობელია.
ამას ჟურნალისტი აკეთებს იმიტომ, რომ არავინ არ ეუბნება ისე, რომ გულზე მოხვდეს. თვითონ - კარგი, გარკვეული აქვს თავისი დამოკიდებულება მშობლიური ენის მიმართ (იმაზე ჰკიდია) და აქედან გამომდინარე, საკუთარი პროფესიის მიმართ, მაგრამ მის დამსაქმებელს კიდე ის ჰკიდია, თუ როგორ ჟურნალისტს გადაუხდის ხელფასს.
ესაა დასაცინი. ისე დასაცინი, რომ გარეთ ვეღარ გამოდიოდეს სახლიდან.
მეგობრებიც მყავს - მათ შორის, ფილოლოგები და მთარგმნელები, დოქტორისხარისხიან მართლმსაჯულებზე აღარ ვლაპარაკობ და ასეთი ხალხი ყოველდღიურ სიტყვათხმარებაში ჩვეულებრივად იყენებს სიტყვებს:
"დედლაინი"
"დასინა" - ეს ახლახანს გავიგე, რას ნიშნავს
"დისიჟენმეიკერი"
"დისიჟენენაუნსერი"
"პარკ ლოტი"
"ბას ლაინი"
"სტოპ საინი"
და ა. შ.
სანამ იმას არ შევიგნებთ, რომ რაც პირად ცხოვრებაში ხარ, იგივე იქნები საზოგადო ცხოვრებაში, იქამდე ასე ვიტრიალებთ წრეზე. არ შეიძლება, ძმაკაცს შეხვედრა დაუთქვა კარგო ფასილიტისთან და პროფესიულ ცხოვრებაში ქართული ენის დამცველი და ზომიერი მომხმარებელი იყო - ნიღბით იქნები და ადრე თუ გვიან აგეხდება ეგ ნიღაბი.
ზუსტად ამის შედეგია, ხალხმა მშობლიურ ენაზე უკვე თვლა რომ აღარ იცის და მაინც ჟურნალისტი ჰქვია და სამსახური აქვს მაშინ, როცა სხვა, ამაზე უფრო სინდისიერი და პროფესიონალი ჟურნალისტი უმუშევარია ან უფრო დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს.
This post has been edited by JSB14BSJ on 9 Apr 2017, 12:18
მიმაგრებული სურათი