არ მოგბეზრდათ ამდენი ქაჯობები და ავარიები?
მოდი ცოტა გავხალისდეთ და გავიხსენოთ ბავშვობისდროინდელი ლეგენდები მანქანებთან დაკავშირებით. ჩემი ბავშვობა ტურბოს ნაკლეიკების პერიოდია და გავიხსენებ იმდროინდელ ლეგენდებს რომლებიც ბიჭებსი იყო გავრცელებული.
1. ნოლშესტში რომ თვითმფრინავის ნავთი ჩაასხა 300-მდე გაქაჩავს სიჩქარეს, მაგრამ 200-ის მერე პაკრიშკები ვეღარ გაუძლებს და ბორბლებზე ცეცხლი წაეკიდება.
2. როლს როისი რომ იწყობა გემით მიაქვთ შუა ოკეანეში და იქ გემზე კრასკავენ და აშრობენ რომ საღებავმა მტვერი არ მიიკროს.
3. ლინკოლნს კაპოტი საერთოდ არ ეხდება, იმიტომ რომ მილიონ კილომეტრამდე არც მატორი უფუჭდება, არც ზეთის გამოცვლა უნდა და არაფერი და ტყუილად რად უნდა რომ ეხდებოდეს კაპოტი? მილიონი კილომეტრი კიდე მთელი ცხოვრება გეყოფა. ნუ ამას ზოგი კადილაკზეც ამბობდა.
4. პორშე სინამდვილეში არ არსებობს, მარტო კინოებსი გადასაღებად უშვებენ.
კიდე ვინ რა იცით?