შეგიძლია ასწავლო ელექტრონული (ან არაელექტრონული) მუსიკის სხვადასხვა ჟანრებს შორის განსხვავება. შემდეგ გაკვეთილზე მოასმენინე სიმღერები და ვინც გამოიცნობს რა ჟანრია, მაღალი ნიშანი დაუწერე
"უგადაი მელოძიუ"

სიმღერის სტრუქტურა გაარჩევინე intro, verse, chorus, bridge, outro... აქაც რამენაირად აზარტი ჩართე და უცბად საინტერესო გახდება ბავშვებისთვის
ყველაზე მაგარი, ვისაც მართლა აინტერესებს მუსიკა, რომელიმე უფასო DAW (digital audio workstation) გადმოაწერინე და დაავალე თვითონ დაწერონ რაც უნდათ, ოღონდ წინასწარ შეზღუდვები დაუწესე. მაგ: 4/4, intro-verse1-chorus1-bridge-verse2-chorus2-outro, მხოლოდ გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენება, მხოლოდ საკუთარი ჩაწერილი ხმების გამოყენება და ა.შ. ეს ალბათ ჯობია რამდენიმე advanced მოსწავლეს დაავალო.
საკუთარ საყვარელ მუსიკოსებზე დაავალე პრეზენტაციის გაკეთება
რამე უხმო ვიდეო აჩვენე/გაუგზავნე და დაავალე თვითონ შეურჩიონ საუნდტრეკი
მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება და მეც სიამოვნებით დავესწრებოდი მსგავს გაკვეთილს
This post has been edited by ImNotHere on 27 Apr 2017, 00:35