მერი ნარმანია და შევარდნაძე-სააკაშვილის კადრები მერიაში
სამოქალაქო პლატფორმა - „ახალი საქართველოს“ და მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მთავრობაში ჩინოვნიკების 35% შევარდნაძის მთავრობაში 30% კი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მუშობდა:
„გარდა იმისა რომ დედაქალაქის მერიაში მაღალ თანამდებობას შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები იკავებენ, მათი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ხელისუფლებაში იყო. ჩვენ დედაქალაქის მერისგან, ქართული ოცნების წევრებისგან ხშირად მოგვისმენია „ბრალდებები“, რომ ესა თუ ის პირი, რომელიც მათ საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს არის ან იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი ან მხარდამმჭრი იყო. ჩავატარეთ კვლევა და შევისწავლეთ, რომდედაქალაქის მტავრობაში, დღს დასაქმებული ჩინოვნიკებიდან 35% სევარდნაძის ხელისუფლების დროსაც მუშობდა, ხოლო 30 % „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში“ განაცხადა - „ახალი საქართველოს“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, ჩინოვნიკთა სია ასე გამოიყურება:
1. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე 1995-99 წლებში ქვემო ქართლის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მრჩეველი იყო, საინტერესოა რომ მრჩევლის თანამდებობას 17 წლის ასაკიდან იკავებდა
2. ასევე ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელი 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
3. შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი 1996-99 და 2001-2002 წლებში ფინანსთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
4. საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე 1999-2000 წლებში საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გახლდათ, 2001-2002 წლებში სახელმწიფო ხაზინის საოპერაციო დეპარტამენტში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
5. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი უკლება 1994-2004 წლებში უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.
6. შევარდნაძის დროს ასევე სხვდასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ზურაბ ჩიკვილაძე. ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი 1994-2001 წლებში ნაძალლადეობის რაიონში განყოფილების უფროსი იყო
7. მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი 1997-2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში
8. მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი 1999-2002 წლებში თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსი გახლდათ, მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ასევე შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.
1. სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი 2004-2011 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში და ნასამართლევია თაღლითობის მუხლით
2. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ვალერი პაპიაშვილი, რომელიც 2002-2012 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე.
3. ზედამხედველობის სამსახურის უფროსიც 2004-2012 წლებში ასევე მაღალ თანამდებობებს იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
4. შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი 2004-2006 წლებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ.
5. თავდაცვის სამინისტროში თანამდებობაზე მუშაობდა მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი 2008-2010.
6. იურიდიული სამსახურის უფროსი სოფო გიგანი 2008-2010 წლებში აჭარის ერთერთი მუნიციპალიტეტის იურისტი გახლდათ , 2010-2011 წლებში საჯარო რეესტრის სამსახურში.
7. საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე 2006-2010 წლებში სოციალურ პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფდა ხოლო 2010-2011 წლებში კონტროლის პალატის თანამშრომელი გახლდათ. „წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე“ - დასძინა ლევან ხაბეიშვილმა.
http://pirveliradio.ge/?newsid=84163
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)