საგადასახადო რეფორმა გრძელდება. მთავრობამ ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა.
ცვლილებების მიხედვით:
დღგ-სგან თავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა;
დღგ-სგან და აქციზისგან თავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისთვის განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება;
იზრდება საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი - 5 000-დან 50 000 ლარამდე. დავალიანება გადანაწილდება - 1-წლიანი გრაფიკით, უზრუნველყოფის გარეშე;
საგადასახადო შეღავათის ვადა 2 წლით გრძელდება 2008 წლის შემდეგ დაუსრულებელი მშენებლობებისთვის;
ჯარიმის გარეშე ჩამოწერენ სტიქიით განადგურებულ საქონელს;
საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შედეგად წარმოშობილი სარგებელი;
საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია გადაუხდელი მოსაკრებლის თანხების შემცირების მიზნით;
ახალ რეჟიმზე მყოფი საწარმოებისთვის უქმდება გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. ახალ რეჟიმზე მყოფი საწარმოს მოგება არ დაექვემდებარება განაწილებამდე დაბეგვრას;
აქციზისგან თავისუფლდება მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით, ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის წარმოება და დამკვეთისთვის გადაცემა;
წახალისდება ენერგოეფექტურობა;
საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული შემოსავალი;
მოგების გადასახადით არ იბეგრება საწარმოს მოგება, რითაც საწარმოს კაპიტალი იზრდება;
მოგების გადასახადით იბეგრება მხოლოდ პარტნიორი ფიზიკური და არარეზიდენტი პირის სესხის უზრუნველყოფა;
დეპოზიტით უზრუნველყოფის ნაცვლად, იბეგრება ანგარიშზე განთავსებული სახსრებით უზრუნველყოფა, რომლის გამოყენებაც შეზღუდულია;
იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე;
ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილებაა საბაჟო პროცედურების დარღვევის პირველ შემთხვევაზე;
მცირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიის საქმიანობის წესის დარღვევისთვის ჯარიმა - 50 %-დან 10 %-მდე;
ნახევრდება 4 000-ლარიანი ჯარიმა საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სანებართვო პირობის დარღვევისთვის. ნახევრდება განმეორებითი დარღვევისთვის 12 000-ლარიანი ჯარიმაც;
იზრდება გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი - 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე;
უქმდება საგადასახადო გადაცდომებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
სისხლის სამართალი არ გავრცელდება არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება-შენახვა-რეალიზაცია-გადაზიდვა.
http://imedinews.ge/ge/ekonomika/11088/sag...ta-chamonatvaliრას იტყვით ექსპერტცი, წაადგება ეკონომიკის განვითარებას?