10 წლის წინ, 2007 წლის 26 აპრილს, ყოფილი საბჭოთა ბალტიისპირული რესპუბლიკის, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში რუსები შეესიენ ტალინის ცენტრალურ ნაწილს და იავარყვეს იგი. ქალაქის დარბევაში 1000-დე რუსი ეროვნების ადგილობრივი მაცხოვრებელი მონაწილეობდა. ვანდალები აფრიალებდნენ საბჭოურ და რუსულ დროშებს.
მღელვარება ფორმალურად დაიწყო "ესტონეთის საბჭოთა განმათავისუფლებელის" (მეტსახელად "ალიოშა") ძეგლის ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან საძმო სასაფლაოზე გადატანისას. ძეგლი, რომელიც გაიხსნა 1947 წელს, ესტონელთათვის იყო საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლო. ქმედებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია ომის რუს ვეტერანებსა და რუს მოსახლეობაში, ისინი ბათუმელ ბაბუინთა მსგავსად მოქმედებდნენ: ამსხვრევდნენ, ძარცვავდნენ და წვავდნენ მაღაზიებს, ავტომანქანებს, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, თავის გზაზე ანადგურებდნენ ყველაფერს. სხვაობა ისაა, რომ ბალტიისპირელ რუს აბეზიანებს პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდა რუსული ანტიფაშისტური მოძრაობა "Ночной дозор", ბათუმელ ბაბუინებს კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ ბალტიიპირეთის ოკუპაცია და ანექსია საბჭოთა კავშირმა მოახდინა 1940 წელს. 1 წელიწადში ფაშისტური გერმანიის ხელში გადავიდა. 1944 წელს აღდგა საბჭოთა ხელისუფლება. 1990 წელს გამოცხადდა ესტონეთის დამოუკიდებლობა.
თემა ეძღვნება ქართველ რუსოფილებს, რომლებიც დაჟინებით გვარწმუნებენ და თავცადაც ჯერათ, რომ რუსების მიერ ჩვენი ოკუპაციის მიზეზი ქართველთა სიგლახე და გაუტანლობაა, თორემ რუსებზე ტკბილი და მურაბა ხალხი დუნიაზე არ არსებობენ.
https://et.wikipedia.org/wiki/Pronkss%C3%B5...B5duri_monument
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”