სალამი ყველას

მოკლედ ჩემ მეგობარს ჩამოართვეს მართვის უფლება ნასვამობის გამო. მაგრამ არ იყო ნასვამი. ექსპერტიზაზე მივიდა და მანდაც დადგინდა.
გაასაჩივრა მე-12 ოთახში, მაგრამ დააგვიანე ექსპერტიზაზე მისვლაო. ბორჯომიდან გამოუშვეს თბილისში ღამის 4 საათზე მანქანის გარეშე და თურმე 2 საათში უნდა მოესწრო.
გავასაჩივრეთ სასამართლოში, გაწელეს გაწელეს და უკვე 4 თვეზე მეტი გავიდა. მაგრამ მოვიგეთ. დაკმაყოფილებულია სარჩელიო.
აპრილის დასაწყისში დაკმაყოფილდა სარჩელი და სასამართლოს დადგენილება აქამდე არ მოუცია. ვრეკავთ, ბევრი დადგენილებაა და არ ვიცით როდის იქნებაო.
გავა ისედაც უკვე მალე 6 თვე და რა აზრი აქვს მაშინ გასაჩივრებას თუ მოიგებ და უსამართლოდ ისჯები მაინც ამდენი ხანი და არ შეგიძლია მანქანის ტარება? არ არსებობს რამე დადგენილი ვადები თუ რამდენ ხანში უნდა აღუდგინონ მართვის უფლება სასამართლოს მოგების შემდეგ? სამსახურის გარეშე დატოვეს ადამიანი გაუმართავი ალკოტესტის გამო, გაამართლა სასამართლომ და მაინც არ უბრუნებენ მართვის უფლებას
This post has been edited by HarrisonHill on 28 Apr 2017, 19:46