kande1995გერმანული ვისწავლე სკოლის ბოლო წელს და ვენის უნივერსიტეტში ჩავირიცხე.

ვიზა ავიღე თიერ ერთი ვიბაზრე.
მოკლედ, რეპეტიტორთან იარე აუცილებლად, რომელიც ინტენსიური კურსით გაგატარებს მასალას.
ტექსტები ისწავლე ზეპირად, ფრაზები.. სახლში რამე მარტივი წინასადებები დაწერე ქართულად და თარგმნე ლექსიკონის დახმარებით. დროთა განმავლობაში გაართულებ ამასაც.
სიტყვების სწავლისას, არ იზარმაცო. თემების და კონტექსტის მიხედვით თუ დაიმახსოვრებ, არ დაგავიწყდება.
იმ ენაზე უსმინე, რომელსაც სწავლობ (მუსიკას, ვიდეო კურსებს)..
თბილისში არსებობს Language exchange club, ფბზე არის ჯგუფი. თუ არის ამ ენის შეხვედრები, ძალიან გამოგადგება. ბევრი ტურისტი/სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტი მოდის.. აწყობენ სხვადასხვა ენის შეხვედრებს და ნეითივ სფიქერები თუ აღმოჩნდნენ, გეხმარებიან ლაპარაკში, გასწავლიან სლენგებს და ა.შ.
სხვების ბლუყუნზეც გეხსნება კომპლექსი და ერთი სიტყვით, ლაპარაკის დასაწყებად კარგი რამეა. :დ
ხო, კიდევ შეეცადე იფიქრო იმ ენაზე, რომლის სწავლასაც აპირებ. რამე აზრი, ან ფრაზა რომ მოგივა გონებაში, თარგმნე ხოლმე, თუ იცი სიტყვა. ან მოძებნე სიტყვა და შეადგინე წინადადებები...
რაც არ უნდა მოგივიდეს თავში, თარგმნე ეგრევე.
დაჟე ამის წაკითხვის მერე, რომ გაიფიქრებ, ამას შიგ ხომ არ აქვს, რამდენი წერაო, ეგეც თარგმნე.
This post has been edited by dryade on 30 Apr 2017, 14:53