მაგ პროგრამას Ransomware-ს ეძახიან.
ეს არის მავნე პროგრამების ტიპი, რომელიც ძირითადად email-იდან ვრცელდება და მომხმარებლებს ყველა ფაილს უშირფრავს.
ხოლო, გასაშიფრად, TOR ბრაუზერის და Bitcoin-ების საშუალებით, 3 დღეში, მოთხოვნილი ფული უნდა გადაიხადო და შეიძლება მოგცენ გასაღები, ან არ მოგცენ.
ჯობია, პირველ რიგში, მოაცილო ეგ ვირუსი კომპიუტერიდან, ანუ ანტივირუსები გადაატარო.
ხოლო ფაილების აღდგენის სამი გზაა
1. შეინახო და ეგ ფაილები და დაელოდო, სანამ ვინმე არ გაშიფრავს, ანუ არ იპოვის გასაშიფრ გასაღებს - Decryptor key-ს, თუ შეძლებენ, საერთოდ.
ანტივირუსების უმეტესობა, მუშაობს ამაზე - Kaspersky/avast/avg და ა.შ. აქვთ კიდეც decriptor tool, მაგრამ ეგ ჯერ ახალია და ალბათ მაგს ვერ გაშიფრავს
https://noransom.kaspersky.com/?tool=roshalockhttps://success.trendmicro.com/solution/111...-file-decryptorhttp://www.avg.com/au-en/ransomware-decryption-toolshttps://www.avast.com/ransomware-decryption-toolsასევე არის ფორუმი, სადაც წერენ ხოლმე სიახლეებს, აგერ roshalock-ზეც არის თემა
https://www.bleepingcomputer.com/forums/t/6...lp-topic/page-42. თუ System restore გქონდა ჩართული, ფაილების ასლები იქნება შენახული და shadowexplorer-ით შეიძლება ამოღება -
http://www.shadowexplorer.com/downloads.htmlმაგრამ, ზოგჯერ, თავად ეგ Ransomware შლის ხოლმე, მაგ ასლებასც.
3. წაშლილი ფაილების აღმდგენი პროგრამებით სცადო ფაილების აღდგენა.
მაგრამ, თუ C-დისკიდანაა წაშლილი, ჯობია საერთოდ გამორთო კომპიუტერი და სხვა კომპიუტერით ან Live CD/USB -იდან სცადო, აღმდგენი პროგრამების გაშვება.
რადგან, როცა windows ჩართულია, C -დისკზე მუდმივად იწერება ინფორმაცია, ქეში და ა.შ.
პროგრამები რომ გადმოიწერო, იმ C-დისკზე გადაეწერება წაშლილ დოკუმენტებს და ვეღარ აღადგენ. ამიტომ ჯობია, სხვა კომპიუტერიდან და ფლეშკიდან გაუშვა პროგრამები, ისე რომ, windows არ გაუშვა.
აღმდგენი პროგრამების ლინკები, აქაა ჩამოწერილი
დაფორმატებული ვინჩესტერიდან ინფოს აღდგენა