როგორც ირაკლი კობახიძე იუწყება,2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები იმდენად ამახინჯებდა მოცემულობას, რომ ახლანდელი ცვლილებები მის გამოსასწორებელი სამუშაოები უფრო არისო ვენეციის კომისიის ჩართულობით და მისი რეკომენდაციების გათვალისწინებითო
მაგ. ის ამბობს, რომ პრეზიდენტის 100%-იანი ძალაუფლება დაახლოებით, 0,3%-მდე სწორედ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების დროს დავიდა. შესაბამისად ახლა „ხშირად აქაც არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ის კომპეტენციებიც ქრება კონსტიტუციაში, რომელიც მანამდე ჰქონდა მიკუთვნებული პრეზიდენტს. რეალურად, არსებითი ცვლილება ჩვენ გვაქვს მარტო ორ ნაწილში: ერთი არის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და ჩანაცვლება თავდაცვის საბჭოთი და მეორე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა. არც ერთ სხვა შემთხვევაში პრეზიდენტის კომპეტენციები არ გადაისინჯება“
„სხვა კომპეტენციები რჩება პრაქტიკულად უცვლელი სახით. მეტსაც გეტყვით, როგორც არ უნდა გადასინჯო კონსტიტუცია, შეუძლებელია პრეზიდენტის კომპეტენციების არსებითად ან გაზრდა ან შემცირება, იმიტომ რომ პრინციპული ცვლილება ამ კუთხით კონსტიტუციაში შევიდა 2010 წელს, როდესაც განისაზღვრა, რომ ერთადერთი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ეს არის საქართველოს მთავრობა“,
საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით, წარმოიშვა სისტემური პრობლემები
„პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი იცვლება არაპირდაპირით. ხდება სპეკულირება და მანიპულირება ამ ცვლილებით, მით უმეტეს, რომ ძალიან მარტივია ამ თემით სპეკულირება - საზოგადოებას უსვამ კითხვას, რა ურჩევნია, თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი, თუ სხვამ აირჩიოს. როდესაც სისტემის დეტალებს არ განმარტავ, სასპეკულაციოდ ეს ძალიან მარტივი საკითხია. ჩვენთვის მთავარია, პრეზიდენტის არჩევის წესი მაქსიმალურად იყოს მორგებული საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, რომელიც ყალიბდება. საპარლამენტო მმართველობისთვის უმჯობესია, პრეზიდენტი იყოს არჩეული არაპირდპაირი წესით“, - განაცახდა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, იმ საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, სისტემური პრობლემები არასდროს წარმოშობილა.
„მაშინ, როდესაც იქ, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით საპარლამენტო რესპუბლიკებში, უმეტეს შემთხვევაში წარმოიშვა სისტემური ხასიათის პრობლემები. მათ შორის, პრობლემა იყო კომპეტენციების გადაფარვა, პრობლემა იყო ოდიოზური ან არაპროდასავლური ან ნეონაცისტური მიდრეკილების მქონე პრეზიდენტის არჩევა ან თითქმის არჩევა. ეს ყველაფერი ხელს უშლის პარტიული სისტემის განვითარებასაც“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ძნელი წარმოსადგენელია პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, როდესაც მას ვერ ექნება საარჩევნო პროგრამა.
ასევე, ის ამბობს რომ; „დღეს მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც პრინციპულ უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. კერძოდ, შესაძლებელია ის, რაც მოხდა ბოლო არჩევნებში - სუბიექტმა აიღოს 49% საპარლამენტო არჩევნებში და მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენს შემთხვევაში ეს იყო 115 მანდატი. ახალი შემოთავაზებული მოდელით გვაქვს პრინციპული ცვლილება, როდესაც შერეული სისტემიდან გადავდივართ სუფთა პროპორციულ სისტემაზე თავისი ელემენტებით. პირველი ელემენტი არის ბლოკების გაუქმება, რომელსაც არა აქვს კავშირი სტაბილურობის ინტერესთან. საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი არის ის, რაც მთელი ამ 25 წლის განმავლობაში პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას. ბლოკის ინსტიტუტი თუ შენარჩუნდება, მერწმუნეთ, პარტიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. საარჩევნო ბარიერი ნარჩუნდება არსებულ 5%-ზე. ეს არის ევროპის ქვეყნებში ფართოდ აპრობირებული პრაქტიკა და ამასთან დაკავშირებით ვერც იურიდიული და ვერც სხვა სახის შენიშვნები ვერ იქნება. ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და მათაც ეს პოზიცია დააფიქსირეს. მესამე ელემენტი არ გვხვდება ევროპის ბევრ ქვეყანაში, თუმცა ევროკავშირის 2 ქყვეყანაში ესეც აპრობირებული პრაქტიკაა - საქმე ეხება ე.წ. ბონუსს, გაუნაწილებელი მანდატების დამატებას გამარჯვებული პარტიისსთვის, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რათა პლურალიზმთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობის სათანადო ხარისხი“
ოპონენტები ხშირად მანიპულირებენ ციფრებზე და საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას ბონუსის მოცულობასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მაგალითად, ბოლო 5 არჩევნებში ბონუსი იქნებოდა საშუალოდ 5%, ბოლო 4 არჩევნების შედეგით კი - 3,1%. ბოლო არჩევნებში, კობახიძის თქმით, დაკარგული იყო ხმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და ამ შემთხვევაშიც ბონუსი იქნებოდა 8%.
„საუბარია მინიმალურ დანამატზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გარკვეული ხარისხით სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრებაში, უმრავლესობა იყოს ჩამოყალიბებული სტაბილური ფორმით - ერთპარტიული თუ მრავალპარტიული ფორმატით. ეს სისტემა, თავისი ბონუსით და თავისი ყველაფრით არ იძლევა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების გარანტიასაც კი
მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც ბარიერს გადალახავს
„დღეს არასწორი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტში. რეალურად არის ოთხი სუბიექტი პარლამენტში წარმოდგენილი და ჩამოყალიბებულია 11 საპარლამენტო ფრაქცია. ეს მთლიანად წინააღმდეგობაშია ევროპულ ტრადიციებთან. ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციის დონეზე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი და მომავალ პარლამენტში რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, იმდენი ფრაქცია შეიქმნება“ „დღეს უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისის შექმნის თაობაზე და ეს უფლება იქცევა უკვე უმცირესობის უფლებად. კერძოდ, პარლამენტის წევრთა 1/3-ს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა“
პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და მასზე მუშაობის ფორმატი. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი სწორი ფორმატი იყო საპარლამენტო ფორმატი, განსხვავებით საპრეზიდენტოსგან და „სწორედ ამ ფორმატმა მოგვცა შესაბამის შედეგზე გასვლის საშუალება“. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, კობახიძის თქმით, ის დაფუძნებული იყო უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობაზე.
„ყველა შესაბამის სუბიექტს ჰქონდა ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა. კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. რომ შეადაროთ მოქმედი კონსტიტუცია და ახალი, შეთავაზებული რედაქცია, თითქმის ყველა მუხლი არის გადასინჯული და ამ ცვლილებების 80-85% ეფუძნება ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პროცესის ინკლუზიურობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპონენტების შეფასებით კი; ენმ
„მინდა ყველა ჩვენ მოქალაქეს ესმოდეს, რომ ხელისუფლება ცდილობს მოამზადოს პირობები იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის ხმა მიითვისოს, რათა მომავალში მარტივად შესძლოს უმრავლესობის ჩამოყალიბება, მიუხედავად იმისა, რა შედეგს დადებს ის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენთვისაც სრულიად შემაშფოთებელია ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვართმევენ უფლებას ავირჩიოთ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს სრული კონსენსუსი საზოგადოებაში ამ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. დღეს იწყება ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მოძრაობა კონსტიტუციის პროექტის გადასახედად და შესაჩერებლად. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ბოლომდე წავიდეს დაპირისპირებზე მთელ ქართულ საზოგადოებასთან, მთელ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ მოუწევთ გადახედვა ამ პროექტის, რადგან კონსტიტუციამ უნდა დააწესოს თამაშის ის წესები, რომელიც მისაღები იქნება ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ასახავს საზოგადოების ინტერესებს და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, რაც სამწუხაროდ დღეს ხდება”, - განაცხადა სამადაშვილმა.
ასევე; ევროპული საქართველო
„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ევროპული საქართველო“ კამპანია „კარდაკარის“ შემოერთებისკენ პრეზიდენტს და სხვა პარტიებსაც მოუწოდებს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთ მხარეს დარჩა მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორის ნაწილი, სახალხო დამცველი, პრეზიდენტი და საზოგადოება. ამ ვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კონსესუსის და თანხმობის არარსებობის პირობებში, ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ აუცილებლად ჩავთვალეთ გამოვსულიყავით ინიციატივით, აზრი გვეკითხა საზოგადოებისთვის, მთავარი მსაჯულისთვის და კონსტიტუცია შეცვლილიყო ისე, როგორც ამას გადაწყვეტდა ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებას პლებისციტის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ ხვალიდან „ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას „კარდაკარ“ - ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად. ისეთ ვითარებაში, როდესაც ქართველ ხალხს კითხვის გარეშე, პოლიტიკური კონსესუსის გარეშე ართმევენ ძირითად უფლებას, ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლებას, ისეთ პირობებში, როდესაც საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება მორგებული მმართველი პარტიის ინტერესებზე და ამ საკითხზე არ ჩანს არანაირი თანხმობა და შეთანხმების რესურსი ხელისუფლების მხრიდან, ასეთ პირობებში, მთავარი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ კამპანიას, ვიწყებთ „კარდაკარს“ იმ მიზნით, რომ მოვაგროვოთ ხელმოწერები და დავაფიქსიროთ ქართული საზოგადოების ხმა. ჩვენ მზად ვართ დავეთანხმოთ ქართული საზოგადოების აზრს. როგორიც იქნება მისი აზრი, დავეთახმებით, მხარს დავუჭერთ ამ მოსაზრებას.
გვინდა მოვუწოდოთ პარტიებს, პრეზიდენტს, შემოუერთდნენ ამ კამპანიას, დავიწყოთ მზადება პლებისციტისთვის, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს ხალხის აზრის იგნორირება და საზოგადოებას ჰქონდეს ისეთი კონსტიტუცია, როგორიც უნდა.
ჩვენ ხვალიდან მივდივართ ჩვენს უფროსებთან - ქართველ ხალხთან“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ვითომ ნეიტრალები
8 საკითხი, რომელიც ხელმომწერებისთვის პრინციპულად მიუღებელი და დაუშვებელია. „დაიცავი კონსტიტუციას“ წევრებისთვის დაუშვებელია საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული შემდეგი ცვლილებები:
„1. საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესის ცვლილება; 2. საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების გაუქმება; 3. ასეთ პირობებში 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დატოვება; 4. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ ერთი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის გადაცემა, ისევე როგორც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება; 5. ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება; 6. პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებების ანულირება; 7. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესის ცვლილება; 8. ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმება“, - აღნიშნულია „დაიცავი კონსტიტუციას“ წევრების მიერ შემუშავებულ დეკლარაციაში.
როგორც აღნიშნული მოძრაობის წევრმა, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, დეკლარაციის მიზანია შეაჩეროს „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული ნების დემონსტრირება.
„დღევანდელი დეკლარაცია მოქმედების დასაწყისია. შეხვედრებს გავმართავთ ყველასთან - საქართველოს მოსახლეობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. დაუშვებელია ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს ვისაც თავისი უფლებების დაცვა უნდა, მოძრაობას უნდა შეუერთდეს.
„ნებისმიერს შეუძლია შემოუერთდეს ამ დეკლარაციას, რადგან არადემოკრატიულ, აბსოლუტურად უვარგის ინიციატივებს არ მიეცეს განხორციელების საშუალება. ნებისმიერ ადამიანს ვისაც თავის უფლებები ეძვირფასება, უნდა შემოგვიერთდეს. პრეზიდენტს თუ მმართველი ძალა აირჩევს, ჩათვალეთ, რომ მთელი ძალაუფლება იქნება ერთ ხელში და ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი მოიშლება“, - განაცხადა ნიკა რურუამ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ არჩევნების სანოტარო კანტორად გადაქცევას.
„ყველა, ვისაც ტვინის განძრევა შეუძლია ხედავს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის საგანგაშო, რადგან „ქართულ ოცნებას“ სურს მოსპოს პოლიტიკური კონკურენცია. მათ უნდათ, რომ არჩევნები იყოს სანოტარო კანტორა და არა ხალხის ნებაზე დაფუძნებული არჩევანი, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სამოქალაქო მოძრაობის „დაიცავი კონსტიტუცია“ წევრები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, თანადგომა აღმოუჩინონ მათ ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული საფუძვლების დაცვაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika.htmlახლა ფორუმელი ექსპერტების შეფასები დროა, აბა ჰე
This post has been edited by Free_World on 1 May 2017, 13:59