დავასრულე როგორღაც ჩემი ტანჯულა კამპანია.
შანსი არაა რა პირველი ადგილის ქულებით, გავიქაჩე როგორც შემეძლო, 2 კვირაა მგონი ამას ვთამაშობ.
ისეთი ცუდი სასტარტო მდგომარეობა გაქვს, რომ 75% აქედან ამოძრომას ცდილობ, დარცენილი 25% კი უკვე აღარაა საკმარისი ლიდერებს დაეწიო, დრო არ გყოფნის ელემენტარულად.
არადა კარგად მიმდიოდა ყველაფერი, იმედი მქონდა...
დანარჩენი... სანამ სხვა არ დადებს უკეთესს, გამეორებას არ ვცდი, დამეთხარა თვალები და დამაწყდა ნერვები
მთავარი იდეა იყო ის, რომ ვერანაირი იმბა AI ვერ იქნება იმაზე ხარბი როცა დაპყრობაზე მიდგება საქმე, როგორც მე
ანუ თუ ოსმალეთი მართმევს 5 პროვინციას და ამასობაში მე ვიპყრობ 15-ს, რაღაც დროის შემდეგ მე ოსმალეთზე ძლიერი ვიქნები.დანარჩენი სტანდარტულად, როგორც ადრე, მაქსიმალურად ვუფრთხილდები არმიას (არც რეკრუტებია, არც ნაიომნიკების ფული), არ მაქვს არც ერთი ციხე (ხეირი 0), არ ვიღებ იმდენ ვალს, რომ % ვეღარ გადავიხადო და არ ვიბრძვი იქ, სადაც დიდი დანაკარგი მექნება (თუნდაც მოვიგო).
დალშე უკვე კარგი სტარტია საჭირო, კარა-კონლუმ არ უნდა დაგცხოს. დამჭირდა 2 რესტარტი, მესამეზე კარგად დაჯდა.
სტარტი:1. ფოკუსი ადმინისტრაციულზე და დიპ ქულები დეველოფმენთში, + მანდვე ადმინ ქულა თუ რაიმე მორჩა. ამით ეკონომიკას ეშველება. ქვეყანა არ აყვავდება, მაგრამ სხვაობა სერიოზულია, ომი მაინც შეგიძლია.
2. ომის მორჩენისთანავე არმიის დაფინანსება 0-ზე და ვმალავ უსაფრთხო პროვინციაში (აჯანყებულებმა არ შეიწირონ), ხშირად ვაბშე მოკავშირის ქვეყანაში.
3. ალიანსი ან მინიმუმ კარგი ურთიერთობა გენუასთან, ინსტიტუტებზე გეხმარება ეს საკმაოდ.
4. მოკავშირის შერჩევა გააზრებულად, შორეულ პერსპექტივაზე გათვლით.
სტარტზევე ავიყვანე 4 ქვეითი დაქირავებული და დავიწყე დაპყრობები. მიწაც ემატება და ფულის ამოღებაც საკმარისად შეიძლება. ადვილია კავკასიის დაპყრობა, მთავარია აჯანყებულებს არ შეაკლა არმია.
კარა-კონლუმ და ტიმურიდებმა დასცხეს ერთმანეთს ვირაც მესამის გამო, ჩემთვის ვერ მოიცლიდნენ რამდენიმე წელი.
მალევე კარა-კონლუს დასცხეს მამლუქებმა და მიწებიც წაართვეს.
მოვახერხე მამლუქებტან ალიანსი, მალევე გამიწყვიტეს, მაგრამ 10-15 წლით ხელშეუხებელი ვიყავი.
დადგა არჩევანი, ვისთა დამედო ალიანსი თავის გადასარჩენად.
მოსკოვთან მარტივია, მაგრამ არ მაწყობდა. მანდ ავწიე ურთიერთობა კარგად, ქორწინებაც, მაგრამ ალიანსს არ ვთანხმდებოდი, ველოდი იქნებ პოლონეთთან გახერხებულიყო, სანამ მამლუქები გაწყვეტდნენ (მოსკოვთან თუ დადე, პოლონეთს ემშვიდობები სამუდამოდ).
მამლუქებმა გაწყვიტეს, მაგრამ წავედი რისკზე, პოლონეთის გარეშე შანსი მაინც არ მქონდა, თან იმატებდა შანსები.
ბოლოს ფულის ჩუქებით დინასტიურს მივაღწიე და ალიანსიც გახერხდა, უკვე შეიძლება მომავალზე ფიქრი.
ახლა რატომ პოლონეთი და არა რუსეთი:1. პოლონეთი ბევრად შორსაა შენთან და მიწებს არ გეცილება, ზოგადადაც არაა ზედმეტად აგრესიული. რუსეთს ჩრდილოეთით ყველაფერი უნდა, + ყირიმზე იღებს ქორებს და შენ ფიზიკურად არ გრჩება სივრცე განვითარებისთვის.
2. პოლონეთი გეხმარება ომებში, შენტანაც აქვს საზღვარი და მტრების უმეტესობასთანაც, რუსეთი კიდევ შორსაა და ომობს ქვეყნებთან, რომლებიც თქვენს შუაშია. ანუ არ გამოატარებენ უბრალოდ.
3. რუსეთთან ლიტვა-პოლონეთს ვერ იღებ, პოლონეთთან ერთად კიდევ რუსეთს ელემენტარულად. + მართლმადიდებლური მიწებია, + სავაჭრო ცენტრი და + სუსტი მოწინააღმდეგეები აღმოსავლეთით, საქართველოსაც რომ შეუძლია დაპყრობა.
კიდევ არის ვარიანტი ისლამი მიიღო, მაგრამ ხ.ზ რამდენად მშვიდობიანი მეზობელი იქნება ოსმალეთი მარტო რელიგიის გამო.
შეგიძლია ოსმალეთის ვასალი გახდე, მაგრამ განთავისუფლება ვერ წარმომიდგენია.
მინის ტრიბუნარი თუ გახდი რამდენად გშველის არ ვიცი, ახალი დამატებულია და არ მიცდია, შეიძლება კარგი ალტერნატივა იყოს.
კარა-კონლუ კი გავიყავით მეზობლებმა, მაგრამ გიგანტი სპარსეთი გაიჩითა მეზობლად, მამლუქებთან ალიანსი დაიკარგა, ოსმალეთმა ყველა ამოიდო ვინც იპოვნა, მალე სტეპების გარდა ვარიანტი არ დამრჩა და მივაწექი მეც.
ოსმალეთისთვის არაფერი დამითმია, დავიპყარი რასაც მივწვდი და ერთხელ მივყიდე რა მიწაც უნდოდა (დამავიწყდა მერე, საინტერესოა ასე რა გამოვიდოდა), მერე ომში ვუთმობდი.
AI-ს ვერ მიაქვს ძალიან ბევრი, მარტო საქართველოს ხომ არ ეომება, ყველა მხარეს მიდის და ეს უნდა გამოიყენო.
მთავარი პრობლემა საშუალო/დაბალი დონის მმართველებია, ამას დაუმატე უფულობა (დაივიწყეთ მრჩევლები), აქტიური ექსპანსია (ფოკუსი ადმინზე სტარტიდან ბოლომდე) და აფრიკელებისგან არ განსხვავდები ტექნოლოგიებში, ვარდივით იყო გაწითლებული ქვეყანა

პოლონეთი არ მომყვებოდა აზიაში საომრად, მაგრამ კი ამათვისებინა მთელი რუსეთი. ერთხელაც როცა პოლონეთს ვეხმარებოდი ევროპაშI, დამცხო ოსმალეთმა და დამიკიდეს პოლონელებმა. მეორედაც განმეორდა იგივე, მერე ვაბშე მტრებში ჩამაგდეს...
ოსმალეთს რა უჭირდა, ეგრევე ვაძლევდი რაც უნდოდა. მოსკოვმა გახსნა რაოდენობის ბონუსი და 2-ჯერ დიდი არმია გამოიყვანა, ვიდრე მე და დანიას გვყავდა. როგორღაც მოვიგეთ, მერე შვედეთი განთავისუფლდა და ამასთან მეგობრობა ვარჩიე.
1. შვედეთს ბევრად ძლიერი არმია ჰყავს.
2. შვედეთი აქტიური ქვეყანაა, კარგად ვითარდება.
გავიფინეთ მოსკოვი და დავივასალე ტვერთან ერთად. ტვერი მალევე ავითვისე, მოსკოვს კი ვაცალე ციმბირის ნახევარი აეღო. მაინც ადრე მომივიდა, ვიჩქარე...
ურდოების შემდეგ ველოდე როდის დასცხებდა ოსმალეთი სპარსეთს და რომ დარჩა არმიის გარეშე, შევუვარდი, ერთი დავაგდე და წამოდგომის საშუალება არ მიმიცია

შემდეგ მუღალები დავივასალე და გაფართოვება არ გამომივიდა, ასევე ავითვისე მალე. ნოგანის დავასალება ბევრად სარფიანი აღმოჩნდა, საკმაოდ დიდი ტერიტორია გავტენე.
მოვყევი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მესაზღვრებიან ოსმალეთი, პოსპოლიტი, მინი და ვიჯანაგარი, ყველა ჩემზე ძლიერია.
პარალელურდ ოსმალეთი მახევს მიწებს, ეგრევე ვნებდები რისთვის ვეომო, შანსი არ მაქვს.
ევროპელები კიდევ ალიანსზე არ მოდიან დიდ საქართველოსთანაც კი, არ გკადრულობენ ხ.ზ რატომ.
შვედეთთან ალიანსმა უნგრეთთან დამაახლოვა, შემდეგ ერთ ომშიც ვიომეთ და ქორწინება + ალიანსი გახერხდა.
აქედან დასუსტებულ ავსტრიაზეც გადავედი და შემდეგ უკვე პაპზეც. ეს თანდათან ბევრად გვიან.
ოსმალეთმა და ვიჯანაგარმა ალიანსი დადეს და 5-6-ჯერ დიდი არმია ჰყავდათ ერთად, + უფრო ხარისხიანიც.
ველოდი იმპერიალიზმს, რომ ვიაჯანაგარის მოკავშირისთვის დამერტყა და მარტო ამასთან მეომა, მაგრამ ვიჯანაგარმა შეცდომა დაუშვა, მეზობელს მისცა გარანტია და მეც ვხიე.
კი ყავდა დიდი არმია, მაგრამ AI ვერ იყენებს სათანადოდ და დავადებინე ზავი ალიანსის გაწყვეტით ოსმალეთთან. ამ დროს შვედეთიც ჩამივარდა უნიაში და ზავის გასვლისთანავე დავეტაკე, უკვე შანსი აღარ ჰქონდა მარტოს (მანამ მინთან იომა).
აქეთ საქართველოც დავკარგე მთლიანად, ყირიმიც, აზერბაიჯანიც და სპარსეთის დიდი ნაწილიც, მაგრამ საერთო ჯამში მოვძლიერდი აზიის ხარჯზე.
ძალიან ძლიერი ბლოკიც შეგვეკრა, საქართველო (შვედეთი უნიაში), უნგრეთი, ავსტრია და პაპი.
+ ვასალები სერიოზულ მინუსს მაძლევდნენ დიპ ქულებზე, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
გავიგდე 1-1-ზე პოსპოლიტი, მაგრამ ისეთ ვალებში ჩამაგდო, პიზდეც... ძალიან დიდხანს ვერ ამოვედი.
თან მიწევდა უნგრეთის ინტერესებიც გამეთვალისწინებინა, ალანსი რომ არ გაეწყვიტა.
უკვე ვეღარ ბედავდა ოსმალეთი თავდასხმას, მაგრამ არც მოკავშირეები მომყვებოდნენ ყველა ერთად...
1709 წელს ჩავრთე ოქროს ხანა, ძალიან მაგარი მეფე დავითრიე (80 წლის მოკვდა მგონი) და მაგ პერიოდმა ამომაქაჩინა.
უცებ ვხედავ, ოსმალეთი პაპსა და ავსტრიას ებრძვის, ჰოდა მეც ვხიე უნგრეთთან ერთად.
ოსმალეთი გავიგდეთ რამდენჯერმე, საფრანგთიც დავაყოლეთ, ბრიტანეთიც და გერმანიის წვრილმანებიც, ასეთი მაგარი ბლოკი მოთამაშეებშია იშვიათობა, არა თუ სინგლში.
ზედიზედ რამდენიმე ომი გვქონდა, მილიონს რომ ასცდა დანაკარგები. ტან ვფიქრობდი რა მინდა AI-ს ომებში დავიკიდო მეთქი და თან მაგარ მუღამზე ვიყავი, ბლოკი შემენარჩუნებინა.
მინს ძალიან ცუდი არმია ჰყავს, ბუზებივით იხოცებიან.
ტრიბუნართან ომისას იპყრობ ტრიბუნარს და ელოდები ჩუნურ ურდოს, მოდიან 50-80K არმიებით და ანადგურებ სათითაოდ. + რამდენიმე ჩინური ციხე და ზავს დებს.ან ტრიბუნარი დებს მანამ, თუ 100% ოკუპაციას არ ითხოვ.
მინთან ომისას თუ ხიე სხვა ტრიბუნარს, ის მარტოა, პირველ ომში დაუზავდები მინს და ხერხე ტრიბუნარი მარტო. ასე რამდენიმესთანაც გამოდის.დანარჩენი უკვე სტანდარტულად წავიდა, რაც შევძელი დავიპყარი, სავაჭრო კომპანიები დავაარსე, ფლოტი შევქმენი...
ბრიტანეთისთვის არიკის წართმევა მინდოდა და ზღვაზე გვათრია ყველა.
რაოდენობით ბოლოს რაღაც უპირატესობა გვქონდა, მაგრამ კუნძულზე გადასვლა მაინც ვერ შევძელი. ავსტრიამ დაიპყრო ირლანდია როგორღაც და ეგ იყო სულ.
თან იმდენ ხანს გაგრძელდა ომი... საბოლოოდ მარტო 4 პროვინცია ავახიე სავაჭრო ცენტრის, რომ მცოდნოდა ამდენი შეეძლო, საერთოდ არ შევეხებოდი, სხვაგან 200-300 დეველოფმენთს მოვიმატებდი უპრობლემოდ.
ბოლო ტექნოლოგიები ვერ გავხსენი და იდეებზეც დამაკლდა. მილიონიანი არმია მინდოდა და ვერ მივაღწიე +50% ბონუსამდე

არადა 100% შემეძლო.
დანარჩენი კი ჩანს სკრინებზეც.
უნგრეთი ან ავსტრიაც მინდოდა უნიაში, მაგრამ არ მოხერხდა








