პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა
16:54 02-05-2017
პრეზიდენტმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, ხატია დეკანოიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის 12 აპრილის გადაწყვეტილებაა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პროცედურების სრული დაცვით მიიღო.
ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალქეობა მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც ის უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...a-mianitca.html