#50487621 · 3 May 2017, 07:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყო ერთი მეფე. ერთხელ თავის ვეზირს უთხრა: წადი და ისეთი საჯმელი მომიტანე, რომ ქვეყნად იმაზე უტკბესი არაფერი იყოსო. წავიდა ვეზირი, უყიდა ენა და მოუტანა. შეწვა, აჯამა. მეფეს ძალიან მოეწონა.
ციტა ხნის შემდეგ ისევ დაიბარა მეფემ ვეზირი და უთხრა: წადი და ახლა ისეთი რამ მომიტანე, ქვეყნად იმაზე უმწარესი არაფერი იყოსო. წავიდა ვეზირი და ისევ ენა მოუტანა. მეფეს გაუკვირდა : ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანე, მწარე ვითხოვე და ისევ ენა მომიტანეო? ვეზირმა უთხრა: ქვეყანაზე არც ენაზე უმწარესი რომ არსებობს და არც ენაზე უტკბესიო.
ენა დაითრიე ზჰმა
--------------------
New Wave Of British Heavy Metal
|