...............................................
"ორი ისარი მწვანე და მწვანე
გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე.
რომანი წრეში, სახელად რომბი…
ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე.
შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას,
მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,
დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,
მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.
მომნატრებია ხმაური სეტყვის,
შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი…
პარასკევს ღამით მე დავიბადე,
პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა.
ღრუბლად მედება შეშლილი სახე,
მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს.
ჩვენ, გალეშილი მდედრი და მამრი
მივექანებით ვნებათა ძაბრში,
ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,
ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში.
პარასკევს ღამით აივსო მთვარე,
ვნებით ათლილი კბილები ყელში,
სისხლის ალერსი საამოდ მწარე,
თვალის სინათლე დავკარგე ბნელში"
/ტ.გრანელი/
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)