ეს კაზუსი მაქვს ამოსახსნელი უნივერსიტეტში და იქნებ დამეხმაროთ ვინმე რა უნდა გამოვიყენო საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
სს ,,ზენიტის“ მთლიანი აღიარებული ვალდებულებები შეადგენს 16,000,000 ლარს. კრედიტორთა პირველ კრებაზე მოვალემ არ აღიარა შპს ,,პიკასოს“ მოთხოვნა 7 მლნ ლარის ოდენობით. სასამართლომ მიუთითა შპს ,,პიკასოს“ რომ მას შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის სარჩელის შეტანის გზით.
კრედიტორთა კრებებზე არ იქნა გათვალისწინებული შპს ,,პიკასოს“ ხმები, ვინაიდან არ მომხდარა მათი აღიარება. კრედიტორთა კრებამ აირჩია მომრიგებელი საბჭოს წევი. მომრიგებელმა საბჭომ აირჩია რეაბილიტაციის გზა და კრედიტორთა კრებამ დანიშნა რეაბილიტაციის მმართველი. დამტკიცდა რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 16 მლნ ვალის გადახდას 5 წლის განმავლობაში.
2018 წლის 15 ივნისის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით შპს ,,პიკასოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
1) შეუძლია თუ არა შპს ,,პიკასოს“ მოითხოვოს 2018 წლის 15 ივნისამდე კრედიტორთა კრებების გადაწყვეტილებათა გაუქმება;
2) შეუძლია თუ არა შპს ,,პიკასოს“ მოითხოვოს ცვლილებები რეაბილიტაციის გეგმაში?
3) შეუძლია თუ არა შპს ,,პიკასოს“ მოითხოვოს კრედიტორთა კრების მოწვევა დღის წესრიგით სს ,,ზენიტის“ გაკოტრება, ვინაიდან გეგმა არ ითვალისწინებს მის მიმართ 7 მლნ ლარის დაფარვას?
4) შეუძლია თუ არა შპს ,,პიკასოს“ მოითხოვოს რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით სხვა კრედიტორებისათვის 2018 წლის 15 ივნისამდე გადახდილი თანხის პროპორციულად ჯერ შპს ,,პიკასოს“ მიმართ ვალდებულების შესრულება და შემდეგ გეგმის მიხედვით შპს ,,პიკასოს“ მოთხოვნის გათვალისწინებით გადახდების გაგრძელება.
პასუხები უნდა იყოს დასაბუთებული.
This post has been edited by babu-babu on 3 May 2017, 14:37