ვიცით რომ ბევრს ეზარება ბანაობა მითუმეტეს ზაფხულში, და ადამიანი უხერხულში ვარდება როცა წყალი ააქვს სახლში და არ ბანაობს როცა საყვედურობენ, GWP -მ მეტად სასიამოვნო აქცია დანერგა, უახლოეს 3 დღეში თბილისის რამდენიმე უბანს წყალი არ მიეწოდება, აწი ბანაობაზე ფიქრიც კი ზედმეტია, თუ რამეა "აპრავდაია" გვაქვს!!!
თბილისის რამდენიმე უბანს სამი დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეუწყდება
თბილისის რამდენიმე უბანს სამი დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეუწყდება
18:28 / 22.07.2017
პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, მომავალი კვირიდან სამი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდება. საბურთალოს, ვაკის და წყნეთის აბონენტები 24 საათში წყალს მხოლოდ 6 საათით მიიღებენ.
„24-დან 26-ის ჩათვლით შეზღუდვები იქნება საბურთალოს, ვაჟას კვარტლებისა და ასევე ნუცუბიძის კვარტლების, ნაწილი ვაკის, ბაგებისა და წყნეთის მოსახელობისთვის. მიწოდება იქნება დილით 08:00-დან 11:00-მდე და ასევე, საღამოს 20:00-დან 23:00-მდე“, - განაცხადა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა.
Georgian Water and Power-ში აცხადებენ, რომ წყლის მილების გამოცვლა 3 დღეში დასრულდება და ზაფხულის ცხელ დღეებში შეზღუდვებიც მოიხსნება.
ესეც ლინკი
http://www.info9.ge/sazogadoeba/174893-thb...html?lang=ka-GE