ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს.
ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სპეცსამსახურების 2017 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში.
ამერიკის სახელმწიფო უწყებებს ასევე ეკრძალებათ ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზეა მიმართული.
დოკუნტში ასევე ნახსენებია უკრაინა. კერძოდ, მის ერთ-ერთ მუხლში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ეძღვნება, საუბარია, რომ უწყების ფინანსები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მოქმედებების ხელშესაწყობად, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მხარს დაუჭერს.
აშშ-ის კონგრესმენებმა სპეცსამსახურების 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელშიც რამდენიმე მუხლი აშშ–სა და ევროპის ქვეყნებში რუსეთის გავლენის შესუსტებას ემსახურება.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად სცნო. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.
(с)
http://pia.ge/post/119646-ass-is-administr...invals-ariarebs