სერგეი ლავროვი - დაკავებული ვართ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის მომზადებით
17:30 07-05-2017
რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის კარგად მომზადებაა საჭირო. მოსკოვი ამჟამად ამით არის დაკავებული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„შეხვედრა გვჭირდება ჩვენ და ამერიკელებს, როგორც მე ვხვდები, არა იმისთვის, რომ ვინმეზე გარეგნული ეფექტი მოვახდინოთ, რათა თქვან: „აი, სენსაცია, დიდხანს საუბრობდნენ და როგორც იქნა შედგა“, - განუცხადა ლავროვმა ტელეარხ „მირს“.
რუსი მინისტრის თქმით, რუსეთი და აშშ დარწმუნებულები არიან, როდესაც ლიდერები ხვდებიან, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და მოუსმინონ, თუ ვინ რას ფიქრობს ერთმანეთთან ურთიერთობაზე და საერთაშორისო პრობლემებზე.
„რუსეთი და აშშ იმდენად ძლიერ გავლენას ახდენენ საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, რომ ასეთი შეხვედრისგან, რა თქმა უნდა, დაელოდებიან კონკრეტულ შედეგებს. იმისთვის, რომ ეს ასე იყოს, საჭიროა მისი კარგად მომზადება. ჩვენ ახლა ამით ვართ დაკავებული“, - განაცხადა ლავროვმა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/43...omzadebith.htmlიმედია ტრამპი მიაჯვამს ტვიტერით ღორებს
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა