როგორც ხედავ საკმაოდ ჭკვიანი კაცია, მათემატიკური სიზუსტით თვლის მომავალს.
რამხელა თანხა მოუგია 7 ლარით ხომ ნახე?
ეტყობა ფიზიკა-მათემატიკის უბადლო ექსპერტია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგიის დაზოგვისა და მისი სწორად მოხმარების ტაქტიკა შეიმუშავა.
ახლავე გაგარკვევთ საქმის რაობაში.
ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ გონით მოწინავე ადამიანთა რიგს განეკუთვნება.
მაგრამ როგორც ყველას, მასაც ექნება რაღაც ნაკლი და შესაძლოა ეს იყოს მეხსიერება.
ეტყობა ვერ იმახსოვრებდა რომელ ხელზე ეკიდა საათი და ზოგჯერ არასწორ ხელზე (რომელზეც საათი არ ეკეთა) იხედებოდა დროის გასაგებად.
ადამიანი, თანაც ასეთი მაღალი ინტელექტის მქონე ინდივიდი, რის ადამიანია თუ საკუთარი მინუსი მისივე შემუშავებული რაიმე ხელსაწყოთი ან ტაქტიკით არ დააბალანსა.
ენერგია კი ისეთი რამ არის რასაც ყოველთვის ვიყენებთ და ზედმეტი თითქმის არასდროს გვაქვს.
ერთ ხელზე დახედვა, ენერგიის უაზროდ ხარჯვა, იმედგაცრუება, მეორე ხელის მომარჯვება, აწევა, დახედვა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგება სასურველი ინფორმაციისა, ენერგიის ხარჯის გაორმაგებას უდრის.
- არა მეგობრებო! - შესძახა მან - ასე შორს ვერ გავფრინდებით!
იყიდა მეორე საათი და გაიკეთა მეორე ხელზე!
დღეიდან რომელ ხელზეც არ უნდა დაიხედოს, სასურველ ინფორმაციას მაინც უმალ შეიტყობს!
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა!
ისე ეგ რა არის ძმაო, იმ დღეს რაღაცა შენობის სურათი ვნახე, ოთხივე მხარეს საათი ეკიდა