ევროკომიის თავმჯდომარე ჟან კლოდ იუნკერი ჟენევაში გამართულ სამიტზე მთვრალი მივიდა. ამ ინციდენტზე გამოცემა The Sun წერს. სამიტი კვიპროსის პრობლემების დარეგულირების საკითხებს ეძღვნებოდა.
როგორც გამოცემა იუწყება, სამიტის მიმდინარეობის დროს, პოლიტიკოსი მუდმივად ეჯახებოდა არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ საგნებსაც. ის, ასევე, ძალიან ფამილარული იყო თავისი თანაშემწეების მიმართ.
„ნათელი იყო, რომ იუნკერმა კარგად აკრიფა“, - წერს გამოცემა.
ევროკომიის თავმჯდომარე ადრეც შეუნიშნავთ ალკოჰოლის ზედმეტი დოზის გამოყენებაში. ორი წლის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მაღალი რანგის პოლიტიკოსი ამაღლებულ განწყობაზეა და თავის კოლეგებს უხერხულად კოცნის.
იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტია 2014 წლიდან. ის მაასტრიხის ხელშეკრულეების ერთ-ერთ ავტორად ითვლება.
იმედიტვ
რა საკუალლად ბარბაცებს
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3