ქალაქ ოზურგეთში სპორტული ობიექტების რიცხვს ბილიარდის სახლი შეემატა. საბილიარდო ახალგაზრდა ბიზნესმენებმა გიორგი ჩხაიძემ და ირაკლი კელენჯერიძემ გახსნეს,- ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტის აღნიშნულ სახეობას ქალაქ ოზურგეთში დიდი ხნის ისტორია აქვს, ამ დრომდე ბილიარდის სახლი ქალაქში არ არსებობდა.
აღნიშნული ობიექტი ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ გახსნა.
"მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქალაქს სპორტული პროფილის მქონე კიდევ ერთი ობიექტი შეემატა. ამ საბილიარდოში შესაძლებელი იქნება სპორტული ღონისძიებების ჩატარება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტის ამ სახეობით აქტიურად დაკავდნენ.
ოზურგეთს ბილიარდთან დაკავშირებით დიდი ისტორია გააჩნია. ამ მიმართულებით, საქართველოს ჩემპიონიც კი გვყავს. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ქალაქის მერია ახალგაზრდებისათვის საბილიარდო ცენტრის გახსნას აპირებდა. თუმცა დღეს ორმაგად მახარებს, რომ ეს შეძლეს ამ ახალგაზრდებმა. ვულოცავ მათ ამ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ.“- განაცხადა ბეგი სიორიძემ.
ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელია დაშავებული, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 3 პირი.
პოლიციის მიმდებარედ არსებულ საბილიარდოში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით შემთხვევის დროს დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
საბილიარდოში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება. დაკავებულთა ახლობლების ინფორმაციით, ბილიარდის თამაშის დროს ჩხუბი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის მოხდა. ფაქტს უარყოფენ სამართალდამცველები და ამბობენ, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმაურის გამო პოლიციის თანამშრომლები საბილიარდოში შევიდნენ.https://fortuna.ge/dashavebuli-policielebi-...-sabiliardoshi/არადა სალივანი აპირებდა ჩამოსვლას