მოკლედ ორივე ავტომატიკა მანქანაზე (jeep wj და ტოიოტა რავ 4 II ) კოლოფში მაქვს ზეთი შესაცვლელი, რამეთუ ორივეს 130 მდე მილი აქვს გარბენი და სავარაუდოდ ზეთი არცერზე არაა შეცვლილი
სიმართლე გითხრათ უფრო ჯიპი მადარდებს.
დღეს ვიკითხე ერთ-ერთ ზეთის ,,ბუტიკში'' და მითხრეს მთლიანად გამოცვლა არ ვარგაო, განახლება უნდა მოხდესო, თეგეტაშიც მასე აკეთებენო
(გრანდში მთლიანად მიდის 12ლ. განახლებით 5ლ. ტოიოტაში მთლიანად 8ლ, განახლებით 3.5ლ.)
აქედან გამომდინარე მაქვს შემდეგი შეკითხვები:
1. ჯიპში რომელი ზეთის ჩასხმა ჯობია? ვიცი რო მოპარი კარგია მაგრამ როგორც ფეიქრებზე ჯიპის ხელოსნებმა მითხრეს ნაღდი ნოპარი აქ არაა და ვალვოლაინი გირჩევნიაო
2. ტოიოტაში რომელი ზეთის ჩასხმა ჯობია და სად ჯობია?
3. რომელი წესით ჯობია გამოცვლა? ე.წ.,, განახლება'' თუ მთლიანი გამოცვლა უკეთესია? ქარხნები როგორ გამოცვლას აძლევენ რეკომენდაციას?
4. რამდენადსც მითხრეს ჯიპზე წნევით იცვლება ზეთი და აქ მარტო თეგეტა ცვლის მასე, მაგათ კიდე აპარატი არ უვარგათ და ჯობია ისევ ,,სადმე'' შეაცვლევინოვო
მოკლედ დაბნეული ვარ ცოტა არ იყოს და იქნება დამაკვალიანოთ

პ.ს. დაილოცოს მექანიკა პოლო