ამ შეკითხვას სხვანაირად უნდა მიდგომა და იმ ნიუანსების დანახვა, რომლითაც საკმაოდ კარგად ჩანს ღმერთის განძრახვა.
ჯერ ის რომ ბიბლიაში ყველაფერი სიმბოლოებით არის გადმოცემული, ხოდა ის ხე და მისი ნაყოფი ნიშნავს ცნობიერებას,
რომელიც ადამს მაშინ ჯერ არ ქონდა ათვისებული კარგად, ის ცხოვრობდა ტყეში შიშველი ისევე როგორც ცხოველი და
იმას ჭამდა და სვამდა რაც არ ეკრძალებოდა, მაგრამ ღმერთის განძრახვა ის იყო რომ ინდივიდი ჩამოყალიბებულიყო და
არა რაღაც მარიონეტი, რომელიც საკუთარ ნაბიჯებს არ დგამს. სამოთხის სიმბოლური ქმედებები გვიჩვენებს იმ პერიოდს
სადაც ადამიანი ცხოველური ცხოვრებიდან გამოდის და იწყებს ცნობიერ ცხოვრებას, ცხოველები ეხლაც ასე ცხოვრობენ,
ისე იქცევიან რაც მათ ჩადებული აქვთ და არ გადაუხვევენ არაფრით თავის წესებს თუ ადამიანი არ ჩაერია და იმოქმედა..
ხოდა იყო ადამი რომელსაც ინდივიდუალური სული ჰქონდა სჩაბერილი, მაგრამ ინდივიდის გამოვლინება არ ხდებოდა,
ის ჭამდა და სვამდა რაც არ ქონდა აკრძალული და არ ეკარებოდა იმ ხის ნაყოფს რომელიც აკრძალული ქონდა, არადა
დავაკვირდეთ ეხლა ერთ რამეს, რატომ აუკრძალა ღმერთმა ცნობიერების ნაყოფის შეჭმა? მას ხომ არაფერი დააკლდებოდა
რომ ეს აკრძალვა არ მოეხდინა? ეს ნიუანსია ერთერთი მთავარი, რომ ის იმედოვნებდა რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამში
გაიღვიძებდა შეკითხვა მაინც რომ რატომ ამიკრძალა ღმერთმა ცნობეირების ხის ნაყოფის შეჭმაო და ამით დაიწყებოდა მისი
ინდივიდუალურობის გამოვლენა, მაგრამ არავითარი რეაქცია არ ქონდა ადამს, ღმერთი დილემის წინაშე დგება, რომ მან
მისცა ადამიანს ეს პრივილეგია და ის ვერ იყენებს ამას ვერ ჩართო ეს პიროვნულობა ვერაფრით, ხოდა ელოდა ღმერთი
და მიხვდა რომ რაღაც უნდა მოემოქმედებინა, რომ ადამი სრულყოფილი ყოფილიყო და არ დარჩენილიყო ცხოველის დონეზე..
მან ჯერ ევა შეუქმნა, მაგრამ არც ამან უშველა საქმეს (აქ სიმბოლობით მინიშნებისთვის არის მხოლობითში ყველაფერი), მთავარი
კი ისაა რომ ადამიანი თავის სახად და ხატად შექმნა ღმერთმა, ხოდა სურდა რომ რაიმე დამოუკიდებელი ნაბიჯი გადაედგა ადამს..
ევაც ასევე განაგრძობდა ცხოვრებას ჭამდა და სვამდა იმას რაც არ ეკრძალებოდა, ისიც ადამივით არ ფიქრობდა იმ ნაყოფის გასინჯვას.
ეს არის მიზეზი იმისა რომ სისტემაში შემოჰყავს ღმერთს ვირუსი ანუ ლუციფერი (დაცემული ანგელოზი), რომელსაც ევალება ზემოქმედება,
სიმბოლურად ის გარდაიქმნება და გვევლინება შემაცდენელად ანუ ევას აცდუნებს და მერე ევას გავლით ადამსაც, აქ ხდება სასწაული,
რომ ადამი და ევა ამ ნაყოფის მიღების შემდეგ ხვდებიან იმას რომ ისინი შიშვლები არიან და ფოთლებით იმოსებიან, ეს სიმბოლურად
ნიშნავს რომ მათი ცნობიერება იწყებს ქმედებას, სამოთხედან გამოგდება კი იმას ნიშნავს რომ ადამიანი ტყიდან გამოდის ანუ ცხოველებს
გამოეყოფა და იწყებს ამ ახლად დანახულ თავისი შესაძლებლობების გამოყენებას, ეხლაც ჯერ კიდევ ყალიბდება ეს ინდივიდუალურობა მასში...
ბევრი ბარიერების გადალახვა და გამოცდების ჩაბარებაა საჭირო, რომ ადამიანმა ეს მიღებული თავისუფალი ნება ბოროტად კი არ
გამოიყენოს არამედ სიყვარულში და ღმერთის შეცნობაში განავითაროს, ადამიანს რა თქმა უნდა გაუჭირდა ლუციფერის მიერ მასში
შეტანილი, ასე ვთქვათ, ვირუსის გადალახვა ხოდა როცა ძალიან გაუჭირდა და ვეღარ ერეოდა ამ ეგოიზმში თავისი თავისუფალი ნების
ხარჯვის პროცესს... სწორედ ამ დროს მოდის ქრისტე დედამიწაზე და დახმარების ხელს უწვდის ადამიანებს, აქაც არ ერევა ღმერთი მის
ინდივიდუალურობაში ის უჩვენებს გზას და ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს რაში მოიხმარს ის თავის ამ თავისუფალ ნებას, აი მიზეზი...